ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
თვითკონტროლი – (ფსიქოლოგია) სუბიექტის მიერ საკუთარი მოქმედებების, ფსიქიკური პროცესებისა და მდგომარეობების გაცნობიერება და შეფასება. თვითკონტროლის გამოვლენა და განვითარება განისაზღვრება ადამიანის ქცევისადმი საზოგადოების მოთხოვნილებით. შემოქმედებითი თვითრეგულაციის ფორმირება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას შეიმეცნოს და გააკონტროლოს სიტუაცია, პროცესი. თვითკონტროლი გულისხმობს ეტალონის არსებობასა და კონტროლირებადი მოქმედებებისა და მდგომარეობების შესახებ ცნობების მიღების შესაძლებლობას.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა