ეპოვექსი
WAYSMARK
MEDICAL
გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების დასახელება
ეპოვექსი ( Epovex )
გენერიკული ( საერთაშორისო არაპატენტირებული ) დასახელება
კომბინირებული პრეპარატი
სამკურნალო ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულები
შემადგენლობა
1 რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ენოთერას ზეთი 10% _ 1000 მგ;
ვიტამინი E _ 14 სე .
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მატონიზირებელი საშუალება . ATC კოდი: A13A
ჩვენებები
ეგზემა, დერმატიტი, აკნე და კანის სიმშრალე;
პრემენსტრუალური სინდრომი;
მასტალგია ( მკერდის ტკივილი და მტკივნეულობა );
დიაბეტური ნეიროპათია;
გაფანტული სკლეროზი;
რევმატოიდული ართრიტი;
ჰიპერტენზია და ქოლესტერინის დონის მომატება .
უკუჩვენებები
ეპოვექსის მიღება არ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის .
ფარმაკოლოგიური თვისებები
ენოთერას ზეთი გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას _ გამა – ლინოლენის მჟავას მდიდარი წყაროა .ენოთერას ზეთის მარცვლები შეიცავს 25%- მდე ესენციურ ცხიმოვან მჟავებს, ლინოლენისა და გამა – ლინოლენის მჟავების ჩათვლით . გამა – ლინოლენის მჟავა წარმოადგენს პროსტაგლანდინ E 1 – ისწინამორბედს .
პროსტაგლანდინები მოქმედებს სხვადასხვა უჯრედებზე _ სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებზე,რაც იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან გაფართოებას; თრომბოციტებზე, რაც იწვევს მათ აგრეგაციასან დეზაგრეგაციას; სპინალურ ნეირონებზე, რაც იწვევს ტკივილს .
პროსტაგლანდინები მოქმედებს ადამიანის სხეულის ყველა სისტემის ფუნქციაზე .
ორგანიზმში ისინი არეგულირებენ ანთებით პროცესებს, სისხლის წნევას, სითხის ბალანსს, სისხლისშედედებას, სხვა ჰორმონების აქტივობას .
გამა – ლინოლენის მჟავას ნაკლებობა გამოიწვევს პროსტაგლანდინების პროდუქციის შემცირებას, რაცუარყოფითად აისახება ორგანიზმის მდგომარეობაზე .
ენოთერას ზეთის შემადგენლობაში შემავალი გამა – ლინოლენის მჟავა იწვევს მენსტრუალური დაპრემენსტრუალური ტკივილის, მათ შორის, მკერდის ტკივილის, ენდომეტრიოზით გამოწვეულტკივილის შემცირებას, ნაწლაური კოლიკის შეტევის კუპირებას .
პრემენტსრუალური სინდრომის მქონე ქალებში აღინიშნება PGE1 – ის ნაკლებობა ცენტრალურ ნერვულსისტემასა და სხვა ქსოვილებში, მაგ ., სარძევე ჯირკვლის მკერდის ქსოვილი .
გამა – ლინოლენის მჟავა ენოთერას ზეთის შემადგენლობაში ამცირებს მენოპაუზასთან დაკავშირებულალებს სიმხურვალის შეგრძნებას .
ენოთერას ზეთი ეფექტურია რევმატოიდული ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავდებების, მაგ .,წყლულოვანი კოლიტის დროს .
ესენციური ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის, გამა – ლინოლენის მჟავა ზრდის კალციუმის შეწოვასნაწლავებიდან, ამცირებს მის ექსკრეციას შარდით, ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს . ძვლისქსოვილში მის დაგროვებას, რაც ამაგრებს ძვლებს .
ენოთერას ზეთი ასევე ამცირებს კანის ქავილს .
მას აქვს კარგი დამატენიანებელი თვისებები და იგი ეფექტურია ეგზემისა და ფსორიაზის დროს .
ეპოვექსი ეგზემის საწინააღმდეგო, კანის დამატენიანებელი და გარემოს ჟანგვითი პროცესებისაგან დამცავიერთ – ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა . იცავს კანს გარემოს ჟანგვითი დაზიანებისაგან .
ვიტამინი E – ს ახასიათებს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური მოქმედება . იგი ანეიტრალებს ორგანიზმშითავისუფალ რადიკალებს, იცავს უჯრედებს ათეროსკლეროზისაგანს . ვიტამინი E ასევე იწვევსპრემენსტრუალური სინდრომისა და ეგზემის სიმპტომების შემსუბუქებას .
განსაკუთრებული მითითება
პრეპარატი არ გამოიყენება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ასევე ფენოთიაზინის შემცველისაშუალებებით მკურნალობისას .
მიღების წესი და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 1_2 კაფსულა 3 – ჯერ დღეში, ერთ ჭიქა წყალთან ერთად .
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება . იშვიათადმოსალოდნელია გულისრევა, დიარეა, კუჭისა და თავის ტკივილი .
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია კუჭის ტკივილი და დიარეა .
ორსულობა და ლაქტაცია
ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებისას შესახებ ორსულობისა დროს და ლაქტაციის პერიოდში არმოიპოვება .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მოსალოდნელია ურთიერთმოქმედება ენოთერას ზეთსა და ვარფარინის, ასპირინის, ასევე ანთებისსაწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებებს შორის .
პრეპარატი მკაცრი ზედამხედველობით ინიშნება ანტიკოაგულაციური თერაპიის დროს და Kვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, ვინაიდან E ვიტამინმა შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევების რისკი .
შეფუთვა
30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში .
ვარგისობის ვადა
3 წელი .
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია .
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე .
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
აფთიაქიდან გაცემის წესიფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ )
წარმოებულია Viva Pharmaceuticals Inc.- ის მიერ შპს WAYSMARK- სათვის
Viva Pharmaceuticals Inc.
კანადა, BC V6V 1K8, რიჩმონდი
ვიკინგ ფლეის 13880
ტელეფონი: 604-718-0816
ფაქსი: 604-718-0817
შპს WAYSMARK
საქართველო, თბილისი,
0105, ბარათაშვილის ქუჩა 8
ტელეფონი: +995 32 99 64 00
ფაქსი: +995 32 99 54 54