კარდურა
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
კარდურა
CARDURA
სამკურნალწამლო საშუალების სავაჭრო ( პატენტირებული ) დასახელება
კარდურა *
საერთაშორისო ( არაპატენტირებული ) დასახელება
დოქსაზოზინი
სამკურნალწამლო ფორმა და დანიშნულება
1, 2 და 4 მგ – იანი ტაბლეტები, შიგნით მისაღებად
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტი: თითოეული ტაბლეტი შეიცავს დოქსაზოზინის მეზილა ტს დოზით, რომელიც 1 მგ 2 მგ ან 4მგ დოქსაზოზინის ექვივალენტურია .
დამხმარე კომპონენტების ჩამონათვალი: ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა,ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდურა მიეკუთვნება ალფა – ადრენობლოკატორების ჯგუფს, გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიისა დაწინამდებარე ჯირკვლის ( პროსტატის ) კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ .
მიღების ჩვენება
პრეპარატი კარდურა ნაჩვენებია სისხლის მომატებული წნევის ( არტერიული ჰიპერტონიის ) სამკურნალოდ . კარდურაიწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და აუმჯობესებს მათში სისხლის მიმოქცევას, რაც იწვევს წნევის დაქვეითებას .ჰიპოტენზიური მოქმედების გარდა კარდურას შეუძლია სისხლში ლიპიდების დონის ( საერთო ქოლესტერინის ) დაქვეითება . პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება შარდის შეკავების სამკურნალოდ და პროსტატის კეთილთვისებიან ( პკჰ) ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომებისას .
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა კარდურას ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ .
პრეპარატი უკუნაჩვენებია ქინაზოლინებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის .
გაფრთხილებები
პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს შემდეგი თანმხლები მდგომარეობების შემთხვევაში:
ღვიძლის დაავადებები;
არსებული ან დაგეგმილი ორსულობა;
ლაქტაცია;
16 წელზე უმცროსი ასაკი .
რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობის არსებობა ნიშნავს, რომ კარ –
დურა პაციენტისთვის არაშესაფერისი პრეპარატია, მას ექიმი მისცემს რჩევას .
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
ავტომობილის მართვისა და ტექნიკის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე .
ტაბლეტებმა შეიძლება იმოქმედოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებითმკურნალობის დასაწყისში .
გვერდითი მოქმედება
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ – ერთი, რომელიც მას აწუხებს ან ძნელადგადაიტანება და მკურნალობის პროცესში არ ქრება, მან უნდა მიმართოს ექიმს . ეს სიმპტომებია:
მიდრეკილება შოკური მდგომარეობებისადმი, გასაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან მდგომარემდგომარეობაში გადასვლისას;
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
დაღლილობა / ძილიანობა, სისუსტე;
ტერფებისა და მუხლების შეშუპება, ჰიპოტონია;
ზურგის ტკივილი, მიალგია;
პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია;
ცხვირის გაჭედვა ან / და ცხვირიდან გამოყოფის გაძნელება ( რინიტი ), გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბრონქიტი,ქოშინი, ინფექციები .
განსაკუთრებითი იშვიათად აღინიშნებოდა შარდის შეუკავებლობის შემთხვევები . აღწერილია მტკივნეულიერექციისა და იმპოტენციის შემთხვევები .
ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა კანის გამონაყარი, ქავილი, თრომბოციტო
პენია, პურპურა, ცხვირიდან სისხლდენა, ლეიკოპენია, ჰემატურია, ქოლესტაზი, ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლისფუნქციის დარღვეული მაჩვენებლები და მხედველობის დაბინდვა .
არტერიული ჰიპერტონიის სამკურნალოდ კარდურას გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი დამატებითი მოვლენები,რომლებიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პრეპარატის მიღებასთან: ტკივილი გულ – მკერდში, ტაქიკარდია,გულისცემა, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევა და არითმიები . ამმოვლენების განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს . თუ პაციენტს აღენიშნება არასასურველი რეაქციები,რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის, ან მას კითხვები აქვს პრეპარატის ეფექტურობასთანდაკავშირებით, მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს .
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
თუ პაციენტი იღებს სხვა წამლებს, ტაბლეტების მიღების დაწყებამდე უნდა მიმართოს ექიმს, რადგანაც ამპრეპარატებმა შეიძლება იმოქმედოს კარდურას ეფექტურობაზე .
გამოყენების მეთოდი და დოზები
ჩვეულებრივ კარდურას დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ყოველდღე დილით ან საღამოს .
თუ პაციენტი პირველად იღებს კარდურას, ნორმალური დოზაა 1 მგ დღე – ღამეში . ზოგიერთ შემთხვევაში იგიშეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე 8 მგ – მდე დღე – ღამეში პროსტატის გადიდების სიმპტომებისმკურნალობისას და 16 მგ – მდე არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობისას .
კარდურას ტაბლეტების მიღება უმჯობესია დღის ერთსა და იმავე დროს წყალთან ერთად .
ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ .
ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება დოზის შეცვლა და ტაბლეტების მიღების შეწყვეტა .
დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება გრძელდება ჩვეულებრივად .
ჭარბი დოზირება
ტაბლეტების დიდი რაოდენობის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა . რამდენიმეტაბლეტის მიღება შეიძლება სახიფათო იყოს . ამ შემთხვევაში პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს ანუახლოეს საავადმყოფოს .
გამოშვების ფორმა
1, 2 და 4 მგ – იანი ტაბლეტები, შიგნით მისაღებად
30 ტაბლეტი ყუთში
შენახვის პირობებიინახება 30 ° C – ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას .
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისობის ვადა
5 წელი . პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის შემოწმება . პრეპარატის მიღებაარ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქიდან გაცემის პირობებიექიმის რეცეპტით .
მწარმოებელი
Heinrich Mack Nachf. GmbH & Co. KG
Heinrich-Mack –Str 35 89257 lllertissen, Germany
ლიცენზიის მფლობელი: Pfizer Pharma GmbH, Germany