ეს განმარტებითი ლექსიკონი არის ნაშრომის: „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს-გეგმა“. ლევან შენგელია. 2010. ქართული უნივერსიტეტი. დანართი და სპეციალურად მომზადებულია მათთვის ვინც დამოუკიდებლად ამზადებს ბიზნეს-გეგმას. ლექსიკონში ტერმინთა ძიების გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Google- ს საძიებო ფანჯარა, რომელიც ამ გვერდის თავშია განთავსებული.
პროდუქციის თვითღირებულება; Себестоимость продукции; Основные затраты; Cost of product; Product costs
პროდუქციის თვითღირებულება – იმ პირდაპირი ხარჯების ერთიანობაა, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქციის წარმოებასთან; ასევე ყველა სახის დანახარჯი, რომელიც დასჭირდა პროდუქციის განსაზღვრული სახის წარმოებას და რეალიზაციას.
თვითღირებულება მოიცავს:
- დანახარჯები მასალებზე;
- პირდაპირი დანახარჯები მომუშავე ძალაზე;
- ცვალებადი ხარჯები: მატერიალური ხარჯები, ფიქსირებული აქტივების ამორტიზაცია, ძირითადი და დამატებითი პერსონალის გამომუშავებული ანაზღაურება, წინასწარი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია წარმოებასთან და რეალიზაციასთან.
განასხვავებენ საწარმოო და მთლიან თვითღირებულებას.