ეს განმარტებითი ლექსიკონი არის ნაშრომის: „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს-გეგმა“. ლევან შენგელია. 2010. ქართული უნივერსიტეტი. დანართი და სპეციალურად მომზადებულია მათთვის ვინც დამოუკიდებლად ამზადებს ბიზნეს-გეგმას. ლექსიკონში ტერმინთა ძიების გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Google- ს საძიებო ფანჯარა, რომელიც ამ გვერდის თავშია განთავსებული.
დაზღვევის კაპიტალიზაცია, Капитализация страхования
დაზღვევის კაპიტალიზაცია – დაზღვევის სახეობაა, რომლის დროსაც სადაზღვევო თანხის სიდიდე უშუალოდაა დაკავშირებული დაზღვეულის ან მის ნაცვლად მესამე პირის (ყველაზე ხშირად დამსაქმებლის) მიერ გადახდილ სადაზღვევო შენატანებთან.
დაზღვევის კაპიტალიზაცია – დაფუძნებულია იმ ფინანსური საშუალებების გამოუყენებლობის და შემოსავლიანობის დონის განსაზღვრაზე, რომელიც განთავსებულია ვადიან ანაბარზე.
დაზღვევის კაპიტალიზაცია ეფექტურია ვალუტის სტაბილურობის და არც თუ ისე დიდი ინფლაციის პერიოდში.