კრანიოცერებრული ტოპოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კრანიოცერებრული ტოპოგრაფია – (ბერძ. Kranion ქალა + ლათ. Cerebrum ტვინი; ბერძ. Topos ადგილი + grapho წერა, გამოსახვა) თავის ქალაზე ტვინის წილების, ხვეულების, ღარების, ტვინის წილებსა და ხვეულებს შორის არსებული მოსაზღვრე პუნქტების, ტვინის პარკუჭების კონტურების, თავის ტვინის მაგარი გარსის არტერიებისა და სინუსების და ტვინის სისხლძარღვების მიმართულების, ქალას ნერვების გამოსვლის ადგილების და ტვინის ცალკეული ცენტრების პროექცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა