კუსმაულის დაავადება, ანუ სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კუსმაულის დაავადება, ანუ სინდრომი – კვანძოვანი პერიარტერიიტი. კვანძოვანი პოლიარტერიიტი, ნოდოზური არტერიიტი. მწვავე დაავადება. მისი არსია არტერიის, იშვიათად ვენის, უპირატესად გარეთა და შუა გარსის კუნთოვანი ანთება. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციასა და გავრცელებაზე. სიმპტომებია: პოლინევრიტი, მიოზიტი, ნევრიტი, კუჭ – ნაწლავისა და თირკმელების მხრივი დარღვევები ოფლიანობა, სიფერმკრთალე, სისუსტე, სუბფებრილიტეტი, პატარა კვანძები სისხლძარღვთა გაყოლებით, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია. დაავადება განეკუთვნება კოლაგენოზების ჯგუფს. ხშირია 30 – 40 წლის ასაკის მამაკაცებში, პროგნოზი მძიმეა. სინონიმები: ჰოლცკნეხტ – იაკობსონის სინდრომი, ფერანდ – ტალბოტის დაავადება, კუსმაულ – მეიერის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა