ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კუჭის ეროზია – (ლათ. Erosio შეჭმა) კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტი, რომელიც არ აღწევს კუნთოვან შრეს და ხორცდება ნაწიბურის წარმოქმნის გარეშე. კუჭის ეროზია ხშირად ვლინდება წყლულისმაგვარი ან ჰემორაგიული სინდრომით. წყლულისმაგვარი სინდრომი აღინიშნება მწვავე ან ქრონიკული ეროზიით დაავადებულებში. ავადმყოფებს აწუხებთ ტკივილი ეპიგასტრულ არეში, რაც უკავშირდება საკვების მიღებას, ზოგჯერ ,,მშიერი” , გულისრევა, ბოყინი, გულძმარვა. ჰემორაგიული სინდრომი ხშირია მწვავე ეროზიითა და ეროზიკულ – ჰემორაგილი გასტრიტით დაავადებულებში; ვლინდება კუჭიდან სისხლდენით და პოსჰემორაგიული ანემიით; ხშირია აგრეთვე პროცესის უსიმპტომო მიმდინარეობა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა