ლანდრი – გილენ – ბარეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლანდრი – გილენ – ბარეს სინდრომი – პირველადი მწვავე იდიოპათიკური პოლირადიკულონევრიტი – პოლირადიკულიტი, რომელსაც ახასიათებს კუნთების პერიფერიული დამბლები და ცერებროსპინალურ სითხეში ცილისა და უჯრედთა დისოციაცია, მაშინ როცა ზედაპირული მგრძნობელობა შენახულია. შეიძლება ჰქონდეს აღმავალი ხასიათი სახის, ხორხისა და ხახის კუნთების ჩათრევით. სინონიმები: გილენ – ბარე – შტროლის სინდრომი, გილენ – ბარეს სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა