მიტჩელის დაავადება, ანუ სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიტჩელის დაავადება, ანუ სინდრომი – ერითრომელალგია. ლოკალური ვაზომოტორული ნეკროზი. შეტევისებრი მწვავე, ჩვეულებრივ ღამის ტკივილი ქვედა კიდურებზე, გაწითლება და შეშუპება რბილი ქსოვილის; დაზიანებული უბანი უფრო თბილია, დაფარული ოფლით, აღინიშნება ჰიპერესთეზია, თანდათან ჩნდება ცვლილებები კანზე (ეროზია, მელანოზი, გამკვრივება) ფრჩხილებზე, თმასა და ძვალზე. უპირატესად აღინიშნება მამაკაცებში ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებების და ჰიპერტონიულისნეულების დროს. მიზეზია სისხლძარღვთა გაფართოება. სინონიმები: ვეირ – მიტჩელის სინდრომი, გერჰარდტის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა