ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მონაცემთა დამუშავება – რიცხობრივი, ბგერითი, მხედველობითი და სხვა ინფორმაციის გარდაქმნის პროცესი, რომელიც მიიღება ექსპერიმენტული გამოკვლევის ან სხვადასხვა პროცესებზე და მოვლენების მიმდინარეობაზე დაკვირვების შედეგად. ასეთი სახის ინფორმაცია შესაძლებელია მიღებული იქნას ავადმყოფის გამოკვლევისას, ცალკეული დაავადებების, ეპიდემიებისა და ა. შ. გავრცელების ხასიათისა და დინამიკის შესწავლისას. სწორედ ცალკეული მონაცემების ერთობლიობა შეადგენს იმ ინფორმაციულ მასივებს, რომლებიც ექვემდებარებიან დამუშავებას, რათა გაკეთებული იქნას დასკვნები განსახილველი მოვლენების ან პროცესების ხასიათზე, ტენდენციებზე და კანონზომიერებებზე.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა