მოუსვენარი ფეხების სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მოუსვენარი ფეხების სინდრომი – სიმძიმის შეგრძნება წვივის, ტერფების, ბარძაყის სიღრმეში, რომლებიც ჩნდება მოსვენებულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავადმყოფი საწოლში წვება და იძულებულია ამოძრაოს ფეხები, ადგეს, იაროს. სინდრომის მიზეზი შესაძლოა იყოს ყავის ბოროტად გამოყენება, პოლინევროპათია, რკინის დეფიციტი, ურემია, ორსულობა; მაგრამ შემთხვევათა ნახევარში სინდრომს აქვს იდიოპათიკური ხასიათი. მდგომარეობა შესაძლებელია შემსუბუქდეს ლევოდოპის პრეპარატებით ან დოფამინის აგონისტებით, ბენზოდიაზეპინებით, ანტიეპილეფსური საშუალებებით. ნეიროლეპტიკები და ანტიდეპრესანტები თითქმის ყოველთვის აუარესებენ მდგომარეობას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა