ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ნევროგენური კონტრაქტურები – (ქირურგ.) ვითარდებიან ტრავმების და ანთებითი პროცესის (იშვიათად ისტერიის) ფონზე, დუნე და სპაზმური დამბლების შედეგად. კუნთების დამბლების და პარეზების ფონზე კონტრაქტურების განვითარება განპირობებულია თავის ტვინში სისხლჩაქცევებით ან ცნს – ის დაავადებებით. ზურგის ტვინის დაავადებების დროს ისინი (კონტრაქტურები) ვლინდებიან ქვედა კიდურებზე. ცნს – ის ზოგიერთი დაავადების დროს აღინიშნება ოთხივე კიდურის კონტრაქტურა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა