ორთოჰანტავირუსი

ორთოჰანტავირუსი – ორთოჰანტავირუსები (ლათ. Orthohantavirus.ძველი სახელწოდება ჰანტავირუსი, Hantavirus) — ადამიანის და ცხოველების დაავადებების გამომწვევი ვირუსების ოჯახი –  Hantaviridae.
ქვერიგი  Bunyavirales. სფერული ვირიონები. ზომა 80-დან 140 სნმ-მდე. დაფარულია ლიპიდური გარსით. ტიპური შტამი პირველად აღწერილი იყო 1978 წელს. Orthohantavirus-ი Hantaviridae-ს (ჰანტავირუსების) მსგავსად, აქვთ სამნაწილიანი ფრაგმენტირებული გენომი, ერთჯაჭვიანი (-) რნმ-ით. გენომის დიდი სეგმენტი, აკოდირებს რნმ-დამოკიდებულ რნმ-პოლიმერაზას (რეპლიკაზა), საშუალო – ვირუსის გარე მემბრანის გლიკოპროტეინს, ხოლო მცირე გენომით, კოდირდება ნუკლეოკაფსიდის ცილა. ევროპასა და აზიაში, ჰანტავირუსებით დაავადებულებში ვლინდება, მსუბუქი ფორმის ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით. თუმცა, ბოლო წლებში გავრცელდა ცნობები ადამიანების დობრავა-ბელგრადის ვირუსით (Dobrava-Belgrade orthohantavirus), გარდაცვალების შესახებ, აქედან 4 შემთხვევა დაფიქსირებულია რუსეთში (კრასნოდარის მხარეში) 2009 წელს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.