აზოსპირილი (ლათ. Azospirillum) – Rhodospirillaceae-ს ოჯახის ბაქტერიული გვარი. კლასი α-პროპიობაქტერიები. აზოსპირილები განაპირობებენ, მცენარეთა ფესვებზე აზოტის ფიქსაციას, რაც ასახულია პრეფიქსში azo – (ფრანგულად – აზოტი). შედეგად იზრდება მცენარის მიერ წყლის შეკავება და ძლიერდება ფესვთა სისტემის განვითარება. აზოსპირილებს გააჩნიათ, გამსხვილებული ვირიონების ან სწორი ჩხირების ფორმა. ზომები 0.9-1.2 მკმ, ხშირად მახვილი ბოლოებით. გრამის მიხედვით იღებებიან გრამუარყოფითიდან გრამდადებითამდე. ბაქტერიები შეიცავენ შიდაუჯრედულ გრანულებს – პოლი-β-ჰიდროქსიბუტირატს. აზოსპირილები მეტად მოძრავი ბაქტერიებია. თხევად არეში, პოლარული შოლტის დახმარებით, ასრულებენ ბურღისმაგვარ მოძრაობას.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.