პიკორნავირუსი

პიკორნავირუსი – (პიკორნავირუსები ლათ. Picornaviridae,  pico — პატარა და rna — რნმ) – ოჯახი აერთიანებს, უმაღლესი ხერხემლიანების დაავადების გამომწვევი ვირუსებს. პიკორნავირუსები შეიცავს ერთჯაჭვიან დადებითი პოლარობის მქონე, გენომურ რნმ-ს. კაფსიდის ზომა დაახლოებით 27-30 ნმ-ია. გენომის ზომა დაახლოებით 7-8 ათასი ნუკლეოტიდი. პიკორნავირუსების გამრავლება, მიმდინარეობს ინფიცირებული უჯრედის ციტოპლაზმაში. პიკორნავირუსები იწვევს შემდეგ დაავადებებს: პოლიომიელიტი, რინიტი, თურქული, ჰეპატიტი А და სხვა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.