Alcaligenes faecalis (ლათ.) – გრამუარყოფითი ჩხირისმაგვარი ბაქტერიების სახეობა. ოჯახი Alcaligenaceae. Alcaligenes faecalis წარმოადგენს ადამაინის პირობით-პათოგენურ მიკოორგანიზმს და შეუძლია ახალშობილებში სეპტიცემიის და მენინგიტის გამოწვევა, ზრდასრულებში ინტრააბდომინალური ინფექციები. ასევე იწვევს შინაური ფრინველების რესპირატორულ დაავადებას (წიწილებში), ინდაურების ტრაქეის უჯრედულ კულტურებზე, ნაჩვენებია Alcaligenes faecalis-ს ციტოტოქსიკური მოქმედება.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.