Alcanivorax

Alcanivorax (ლათ.) – გრამუარყოფითი, ობლიგატური აერობების გვარი. გვარის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნახშირწყალბადების ბიოდეგრადაცია. ქემოორგანოტროფებია, აერობები. შეუძლიათ ალკანების გამოყენება, როგორც ნახშირბადის ერთადერთი წყარო. წარმოადგენენ ზღვის ნავთობის დომინირებად მიკროფლორას თუ ხელმისაწვდომია ფოსფორი და აზოტი. წარმოქმნიან გარეუჯრედულ მემბრანასთან დაკავშირებულ აქტიურ ნივთიერებებს. ჰალოფიტებია შეუძლიათ ზრდა NaCl
-ის 0.5-12%-იან საკვებ არეში. უჯრედის ფორმა ჩხირისმაგვარია. ზოგი სახეობა, პოლარულად განლაგებული შოლტების ხარჯზე მოძრავია.  გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელია Alcanivorax borkumensis-ი არ წარმოქმნის კაფსულას და შოლტებს. მისი გენომი წარმოდგენილია ორჯაჭვიანი რგოლოვანი დნმ-ით, რომელიც 2806 გენს შეიცავს. ბაქტერია ნახშირწყალბადების დეგრადაციას ახდენს დეტერგენტების პროდუცირებით, რომელიც ნავთის წვეთის ზედაპირზე წარმოქმნის ბიოაპკს, რაც დაკავშირებულია ნახშირწყალბადების ბიოდეგრადაციის სპეციფიკურ შეგუებასთან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.