Aquifex aeolicus

Aquifex aeolicus – ჩხირისებრი ბაქტერიების ჯგუფი. მიეკუთვნება Aquificae-ის ტიპს. კარგად იზრდება წყალში სადაც ტემპერატურა 85-დან 95 °C-მდეა. ბინადრობს წყალქვეშა ვულკანებსა და სხვა ცხელ წყაროებში. სიცოცხლისათვის აუცილებელია ჟანგბადი (შეუძლია იარსებოს ჟანგბადის მინიმალურ პირობებში – 7,5ppm-მდე). სახეობის წარმომადგენლები ქმნიან დიდ კონგლომერატებს, რომელიც 100-მდე ცალკეულ უჯრედებს მოიცავს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.