როზამეტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
♦ როზამეტი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>
საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მეტრონიდაზოლი/METRONIDAZOLE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ნიტროიმიდაზოლის წარმოებული.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო 1%: ტუბში 25 გ
1 გ
მეტრონიდაზოლი…….. 10 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება დერმატოლოგიაში. იგი არღვევს დნმ-ს სინთეზს და ახდენს ნუკლეინის მჟავების წარმოქმნის ინჰიბირებას. პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს მრავალ ანაერობულ ბაქტერიასა და უმარტივესებზე, რის შედეგადაც უზრუნველყოფს ეფექტურ და მიმართულ თერაპიას.
ჩვენებები:
რეკომენდებულია ადგილობრივი გამოყენებისათვის ანთებადი პაპულების, პუსტულების და ერითემის სამკურნალოდ (acnae rozacea,acnae vulgaris).
მიღების წესი და დოზირება:
მალამო დაიტანება თხელი ფენის სახით 1-2-ჯერ დღე-ღამეში კანის თბილი წყლით ან გვირილის ნახარშით დაბანის შემდეგ;
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1-2 თვის განმავლობაში. კლინიკური გაუმჯობესება მოსალოდნელია მკურნალობის პირველი სამი კვირის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად გარდამავალი სიწითლე, კანის უმნიშვნელო სიმშრალე, ქავილი და დაჭიმულობის შეგრძნება ადგილობრივად. სისტემური გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა მეტრონიდაზოლის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მოხმარების შემდეგ არ დაუშვათ კონტაქტი თვალის ლორწოვანთან, კანი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არსებობს თეორიული შესაძლებლობა პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერებისა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: JADRAN, ხორვატია