ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთოვანი გარსი – (tunica muscularis) საჭმლის მომნელებელი სისტემის ღრუ ორგანოთა კედლის ნაწილი, უხშირესად შედგება შიგნითა ცირკულური (ირგვლივი) და გარეთა გასწვრივი (სიგრძივი) შრეებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)