ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
უჯრედი – ჩხირები – (bacillocyti) თვალის ბადურაში სინათლისადმი მგრძნობიარე მხედველობითი უჯრედები (უჯრედი ნეიროსენსორული ჩხირისებრი – epitheliocytus neurosensorum bacillifer), რომელთა პერიფერიულ მორჩს (processus bacillifer) აქვს გრძელი ჩხირის ფორმა. მასში არჩევენ გარეთა და შიგნითა სეგმენტებს, ანუ ნაწევრებს. გარეთა ნახევარში განივად განლაგდება ერთმანეთის პარალელურად მდებარე მრავალრიცხოვანი მემბრანები. გარეთა სეგმენტის ერთ – ერთ მხარეზე სიგრძივად გადის 16 – 18 ფიბრილი, რომლებიც შიგნითა ნაწევარზე მდებარე ბაზალურ სხეულაკში მთავრდებიან. უჯრედ – ჩხირების პერიფერიული მორჩი ულტრასტრუქტურის საფუძველზე შეიძლება განვიხილოთ როგორც სახეშეცვლილი წამწამოვანი აპარატი. შიგნითა ნახევარში არის მიტოქონდრიების გროვა (ელიფსოიდი). გარეთა ნაწევარი შეიცავს მღებავ ნივთიერებას – მხედველობის პურპურს, ანუ როდოფსინს. უჯრედი – ჩხირები შეიგრძნობს ბინდის (არაფერად) შუქს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა