ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ფოსფატ – დიაბეტი – (სინ.: ჰიპოფოსფატემიური ვიტამინ – D – რეზისტენტული რაქიტი, ჰიპოფოსფატემიური ოჯახური რაქიტი)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია თირკმლის მილაკებში ფოსფორის რეაბსორბციის მოშლით და ხასიათდება ძვლოვანი სისტემის რაქიტისმაგვარი ცვლილებებით. დაავადების პირველი სიმპტომები ვლინდება 1 – 2 წლის ასაკში; აღინიშნება ზრდის შეჩერება, ჩონჩხის დეფორმაცია, კუნთოვანი ჰიპოტონია.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა