ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ხორხის დიაფრაგმა – ხორხში შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდე. მიზეზი – ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარება ინტუბაციური ან ტრაქეოტომიური მილის ხანგრძლივი ხმარების შედეგად, ასევე ანთებითი პროცესით, სკლერომით; იშვიათად წარმოადგენს თანდაყოლილ ანომალიას. სიმპტომები, მიმდინარეობა დაოკიდებულია დიაფრაგმის ზომებზე; მნიშვნელოვანი ზომის დროს აღინიშნება ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს, ხმის ჩახლეჩა; მცირე ზომის დიაფრაგმის დროს ჩივილები არ აღინიშნება. ხორხის დათვალიერებისას ჩანს ძგიდე ხმის ნაპრალის მიდამოში ან ნაოჭქვეშა სივრცეში. მკურნალობა. ხორხის სანათურის გაფართოება ბუჟის დახმარებით ან ბროქნოსკოპიური მილით. ეფექტის არარსებიბისას – დიაფრგამის ენდო – ან ექსტრალარინგეალური გაკვეთა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა