Photorhabdus luminescens
Photorhabdus luminescens (ლათ.) – ენტერობაქტერიების ოჯახის ბაქტერიული სახეობა. მწერებში იწვევს სასიკვდილო დაავადებას. ბაქტერია ბინადრობს Heterorhabditidae-ს ოჯახის ენტომოპათოგენური ნემატოდების ნაწლავებში. როცა ნემატოდა აღწევს მწერის ორგანიზმში, P. luminescens ტოქსინის საშუალებით 48 საათში ანადგურებს მას. ტოქსინი Tca არის ცილა (toxin complex a), გარდა ამისა, P. luminescens გამოიმუშავებს მეორე ცილოვან ტოქსინს mcf. ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ენზიმები, შლის მწერების სხეულს