სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

სქესობრივი აქტის ბუნება

stritiწინა თავში აღნიშნული იყო, რომ არსებობს ორიენტირი, რომელიც განსაზღვრავს ქალის სქესობრივი აქტისათვის მზადყოფნას. ეს არის უშეცდომო სიგნალი. მის წარმოშობამდე ქალი არასაკმარისად აღზნებულია და მზად არ არის სქესობრივი აქტისათვის. ამ სიგნალამდე მოსიყვარულე და ფაქიზი პარტნიორი სასიყვარულო პრელუდიიდან არ უნდა გადავიდეს სქესობრივ აქტზე. ამ სიგნალში იგულისხმება სეკრეცია (სეკრეცია – ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებათა (სეკრეტების) გამომუშავება და გამოყოფა ჯირკვლების მიერ), რომელიც ქალებში ჩნდება სქესობრივი კავშირის დროს და  საშოს შესასვლელის ქვემო ნაწილსა და  საშოში მიმდინარეობს. სეკრეტი (სეკრეტი – ადამიანისა და ცხოველის მიერ გამომუშავებული  და გამოყოფილი ნივთიერებანი, რომელთაც ორგანიზმისათვის ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვთ) უფერო, გამჭვირვალე, ბლანტი და წებოვანი ნივთიერებაა. თუ ქალი საკმაოდ აღზნებულია სეკრეცია კანონზომიერია. მისი სტრიტისაშუალებით ხდება საშოსა და მისი შესასვლელის გაპოხვა, რაც სქესობრივი ურთიერთობისას ადვილად შესაგრძნობია. გაპოხვა ხდება ბართოლინის ჯირკვლებიდან  გამონაყოფი სეკრეტით, რომელიც განლაგებულია საშოს მცირე ბაგეების შიგნით. გარდა ამისა, გამოყოფა საშვილოსნოდანაც ხდება და იგი სასქესო ასოს თავისუფალი მოძრაობისათვის აუცილებელია.  მამაკაცის ასოსაც აქვს სეკრეციის უნარი, ასე რომ სასქესო ორგანოების შეპოხვა მხოლოდ ქალის მიერ გამონაყოფ სეკრეტზე არ არის დამოკიდებული.
ბართოლინის ჯირკვლები განლაგებულია საშოს ქვემო ნაწილში, მათგან სეკრეტის გამოყოფა კონცენტრირებულია იმავე ადგილას. მამაკაცს ადვილად შეუძლია თითით გაპოხოს კლიტორი და გარშემო ადგილები, რათა თავიდან აიცილოს სასქესო ასოს გადატყავება და დაშავება.  სანამ ქალი აღზნებულია სეკრეტის გამოყოფა მიმდინარეობს უწყვეტად და უხვად. როცა ქალის ვნებათაღელვა დაცხრება, სეკრეციის პროცესიც წყდება. საშო და მისი შესასვლელი სწრაფად შრება და ამ დროს მამაკაცის მიერ სასქესო ასოთი 25მანიპულაციას შეიძლება მოჰყვეს ტკივილის მომგვრელი გაღიზიანება. ამგვარი გაპოხვა არ უნდა აგვერიოს ქალის სასქესო ორგანოებიდან ლორწოვანი მასის გამოყოფაში, რაც კანონზომიერი და აუცილებელი პირობაა სასქესო ორგანოების ჯანმრთელობისათვის. მისი გამოყოფა უფრო უხვია ზემოთ აღნიშნულ სეკრეციასთან შედარებით. ის უფრო გამჭვირვალე და თხევადია. ლორწოვანი მასა არ უნდა ავურიოთ ქალის აღზნებისას გამოყოფილ სეკრეტში, რომელიც გამოიყოფა ჩვეულებრივ თხუთმეტი წუთიდან ერთ საათამდე დროის ფარგლებში მანამ, სანამ ქალი სქესობრივად არ დაკმაყოფილდება.
ხშირად ხდება, რომ თავად ქალის თავისებური ბუნება მოითხოვს დახმარებას. მაგალითად, დელიკატური ცოლი ყოველთვის, გარდა ავადმყოფობისა, მზად არის შეასრულოს ცოლქმრული მოვალეობა და პირიქით, ქმარი ცდილობს დააკმაყოფილოს ცოლის სქესობრივი მოთხოვნილება. ჩვეულებრივ, ასეთი წყვილები ბედნიერები არიან. თუ ქალს არ სურს უპასუხოს ქმრის სქესობრივ სურვილებს, ის მაინც ცდილობს დაფაროს თავისი განწყობილება და ამზადებს თავს სექსუალური ურთიერთობისათვის. ამის შედეგია, რომ ქალი, მით უმეტეს ქალი დაბალტემპერამენტიანი, თითქმის არ აღეგზნება. ამ დროს საშოს გაპოხვა და კლიტორის ერექცია არ ხდება. სასქესო ორგანოები მშრალი რჩება და მათზე ზემოქმედებით შესაძლოა წარმოიშვას ტკივილი და ეროზია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ინტიმური ურთიერთობის გადადება უკეთესი დროისათვის, მაგრამ ქმრის გადაულახავი ვნებაღელვა  ქალს აიძულებს პარტნიორობის გაწევას. გამოსავალი ერთია: ქმარი ვაზელინითა და კრემით თითის საშუალებით პოხავს ქალის გარე სასქესო ორგანოებს, რათა უმტკივნეულოდ განახორციელოს ცოლთან სქესობრივი კავშირი. მაგრამ თუ ქალი ძალზე სექსუალურია, მაშინ მას ხელოვნური გაპოხვა არ სჭირდება. თუ ქალი იძულებულია მუდმივად გამოიყენოს ხელოვნური გაპოხვა, მაშასადამე სქესობრივი ურთიერთობა არასწორად მიმდინარეობს ან ქალი არ არის ჯანმრთელი. ამრიგად, მიღებულია, რომ გაპოხვა სქესობრივი აქტისათვის ქალის მზადყოფნის მაჩვენებელია.

gadasvla_stritze

ახლა განვიხილოთ სქესობრივი აქტისათვის მზადმყოფი ქალი თუ როგორ რეაგირებას ახდენს მამაკაცთან ურთიერთობისას. ჯერ გავეცნოთ ტემპერამენტიანი ქალის რეაქციას. ამ ფაზაში იგი იმგვარად იქცევა, რომ მამაკაცს უჭირს შეაჩეროს საკუთარი ორგაზმი. ამგვარ ქალს ხუთიდან-ათ წუთამდე სჭირდება, რათა მიიღოს სრული სქესობრივი კმაყოფილება. მით უმეტეს მამაკაცი, მიუხედევად თვითკონტროლისა, მაინც ვერ ეწინააღმდეგება სქესობრივი აქტის მალე დასრულების ინტენსიურ სურვილს. განსაკუთრებით ტემპერამენტიანი ქალის ორგაზმი საფუძვლიანად განსხვავდება სხვა ტიპის ქალთა ორგაზმისაგან. ასეთი ქალები ორგაზმს განიცდიან მამაკაცის სასქესო ასოს საშოში შეყვანისთანავე და სქესობრივი კავშირის დამთავრებამდე გრძნობენ უწყვეტ სიამოვნებას – ექსტაზს, რომელიც თანდათან იპყრობს მათ მთელ ნერვულ სისტემას. ყოველივე ამას 67თან სდევს ალერსის დროს ხან გარინდება, ხან სიამოვნებისაგან ცრემლის ღვრა და უუნარობა წინააღმდეგობა გაუწიონ სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილს. ნებისმიერი ასეთი რეაქცია ძლიერდება მამაკაცის ორგაზმით, მიუხედავად იმისა, თუ როდის ხდება იგი. პარტნიორებისათვის ერთდროული ორგაზმი არ არის აუცილებელი, რადგან ამ ტიპის ქალი მთელი სქესობრივი აქტის განმავლობაში განიცდის ორგაზმს.
ტემპერამენტის ქალი არ ავლენს ერთი სქესობრივი აქტის დროს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ  რეაქციას და ყოველი მათგანი ვნებათაღელვის სხვადასხვა ხარისხის მაჩვენებელია. იშვიათია ქალი, რომელიც სწრაფად იკმაყოფილებს სქესობრივ სურვილს. ამას ჩვეულებრივ სჭირდება ხანგრძლივი დრო. ძლიერი ტემპერამენტის მქონე ქალის სწრაფი დაურვება უფრო ძნელია, ვიდრე სხვა ტიპის ქალისა. აქედან გამომდინარე, იგი თავისი ვნებათაღელვით სიამოვნებას მიიღებს მანამ, სანამ დაკმაყოფილდება. სქესობრივი ურთიერთობის დროს ქალი გაყუჩდება, გარინდდება. დგება მომენტი, როცა ტკბობით გატაცებულ ქალს თავად ბუნება აიძულებს დაასრულოს ეს პროცესი და იგი ადუნებს მის ორგაზმს.
სქესობრივი აქტის დროს ქვითინსა და ცრემლის ღვრას შეუძლია შეანელოს აღზნება, რადგან ქალი განიმუხტება ცრემლის ნაკადის შეუკავებელი დინებით და ეს განწყობილება მთელ მის სხეულს იპყრობს და ეუფლება. ასეთ შემთხვევაში მას ალერსიანი მოპყრობა სჭირდება. ზოგჯერ დროის შედარებით მცირე მონაკვეთში ქალი უბრალოდ გრძნობების ახალი42 მოზღვავებისათვის მზად არ არის, რის გამოც არ შეუძლია ხელმეორედ ვნებათაღელვის ქვითინითა და კვნესით კულმინაციურ დონემდე მიყვანა. ამიტომ იგი თხოვს პარტნიორს სქესობრივი აქტის შეჩერებას და სული მოთქმის შემდეგ დამთავრებას. იმ მკითხველებმა, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ტკბობა ცრემლების მოგვრამდე, იციან, რომ ეს მოვლენა დამოკიდებულია ნერვული სისტემის გამძლეობაზე, რომლის ზღვარის გადალახვის შემდეგაც იწყება ცრემლდენა. სქესობრივი კავშირისას ცრემლის ღვრა არ წარმოადგენს ტკივილის ან არასასიამოვნო შეგრძნების ნაყოფს. ეს შეუკავებელი ცრემლები ორი მოსიყვარულე ადამიანის შეხვედრის სიხარულით მოგვრილ ცრემლებს ჰგავს და განსაცვიფრებელი სიამოვნების გრძნობით გამოწვეულ ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს.
ზემოთ აღწერილი მოვლენა სხვადასხვა ქალს განსხვავებული ხანგრძლივობით ახასიათებს. ზოგჯერ ერთსა და იმავე ქალს, განწყობილების მიხედვით, შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ხანგრძლივობის ორგაზმი. ასეთი რეაქცია საკმაოდ ხანგრძლივია და მამაკაცის ორგაზმის შეკავებლობას  მისი შეწყვეტა მოჰყვება. გამოუცდელ მამაკაცში ქალის ორგაზმის ამგვარი მძაფრი გამოვლენა განცვიფრებას იწვევს.
ახლა აღვწეროთ ძლიერი ტემპერამენტის, ანუ მაღალი ვნებათაღელვის ქალთა მიერ ემოციების გამოხატვა. ქალების უმრავლესობა ორგაზმის 41დადგომისას კვნესის.  ბევრი მათგანი სქესობრივი აქტის დროს ჩურჩულით გამოხატავს აღტაცებას, სხვები თხოვენ პარტნიორს შეიკავონ თავი ან დააჩქარონ ურთიერთობის რიტმი. არიან ისეთი ქალებიც, რომლებიც გარეგნულად არაფერს გამოხატავენ, მათ სჭირდებათ მხოლოდ უწყვეტი და მუდმივი სიჩქარის რიტმი. ზოგიერთი ქალი კი, პირიქით, ამ დროს აგრესიული ხდება, პარტნიორს კაწრავს. ასეთ ქალებთან სქესობრივი კავშირი უნდა ხდებოდეს საკმაოდ სქელ პერანგში, რადგან მათთვის ხელების დაჭერა მიზანშეწონილი არ არის. რამდენადაც ეს ქალის გრძნობების სიმძაფრესა და სიტკბოებას ამცირებს. ბევრი ვნებას აყოლილი ქალი პარტნიორს კბენს ტუჩებსა და მკერდზე, ხელის გულზეც, რომლითაც პარტნიორი პირს უფარავს, რათა თავი დაიცვას დაშავებისაგან. არის ქალების კატეგორია, რომლებიც ამ დროს ფეხებს მაღლა სწევენ, ან მკერდზე იბჯენენ და იმგვარად მოძრაობენ, რომ მამაკაცმა საშოში  სასქესო ასოს ღრმად23 შეყვანასთან ერთად მისი მოძრაობის ნელი რიტმი დაიცვას. ქალების ნაწილი მოითხოვს სწრაფ ტემპს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც მოსწონთ პარტნიორის მიერ ორგაზმის სწრაფი მიღწევა იმიტომ, რომ სასქესო ასო კარგავს სიმკვრივეს, ხდება მოდუნებული, შერბილებული და ამის შეგრძნება მათში უფრო მეტ ვნებათაღელვას იწვევს. მამაკაცის სასქესო ასოს ზომას ქალისათვის არა აქვს მნიშვნელობა. ქალი დაინტერესებულია პარტნიორმა დააკმაყოფილოს მისი სქესობრივი მოთხოვნილება.  ქალის ვნებათაღელვის დონეზე საშოს ზომა გავლენას არ ახდენს. ქალის საშო შეიძლება იყოს ფართო, მოკლე და ღრმა. რა თქმა უნდა, მისი ზომა პარტნიორისათვის განსაზღვრულ როლს თამაშობს, მით უმეტეს, რომ იგი ყოველნაირად უნდა შეეწყოს ქალს.

gadasvla_stritze

ქალების უმრავლესობისათვის მამაკაცის ფიზიკურ აგებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობენ ქალები, რომლებიც ამჯობინებენ დაკუნთულ, ფიზიკურად კარგად განვითარებულ მამაკაცებს. ზოგ ქალს კი სუსტი აგებულების პარტნიორი მოსწონს. სქესობრივი აქტის დროს ნაკლებტემპერამენტიანი ქალების აგზნება მიახლოებით ერთი და იგივე ეფექტური ზემოქმედებით ხდება. ყოველ შემთხვევაში მათი უმრავლესობა 21კლიტორის ირგვლივ არის მგრძნობიარე. საშო მათ ნაკლებმგრძნობიარე აქვთ და მხოლოდ საშოში მყოფი სასქესო ასოს დაწოლა ანიჭებთ ნაწილობრივ კმაყოფილებას, თანაც არა ფიზიკურს, არამედ უფრო მორალური ხასიათისას, მაშინ როცა საშოში სასქესო ასოს მოძრაობას მაღალტემპერამენტიან და ზომიერი ტემპერამენტის მქონე ქალებში შეუძლია ორგაზმი გამოიწვიოს, ხოლო სუსტი ტემპერამენტის ქალებისათვის ეს სრულიად არ არის საკმარისი და მაინც იმის შეგრძნებას, რომ სასქესო ასო საშოში იმყოფება, შეუძლია ორჯერ გააძლიეროს ორგაზმის შეგრძნება, თუ იგი მიიღწევა აღგზნების დამხმარე საშუალებების გამოყენებით, მაგალითად, კლიტორთან კონტაქტით. სუსტი ტემპერამენტის მქონე ქალს ორგაზმის დადგომისას და საერთოდ, სქესობრივი კავშირისას19 გახშირებული აქვს სუნთქვის რიტმი. ამ მომენტს თან ახლავს ხანგრძლივი კოცნის სურვილი, რომელიც გრძელდება კულმინაციურ მომენტამდე, წყდება ამოკვნესით, რაც გამოწვეულია ტკბობის ზენიტით. ქალის სხეული ამ დროს უკიდურესად დაძაბულია იმისათვის, რათა გააძლიერონ დაწოლა კლიტორზე, დაუოკებელი სურვილი უჩნდებათ სასქესო ასო ღრმად შევიდეს საშოში. ამგვარი ქალები აღწევენ ერთ ან რამდენიმე ორგაზმს კლიტორის გაღიზიანების და სხვა დამატებითი საშუალებების გამოყენებით, რომელიც აღწერილია მომდევნო თავში.

gadasvla_stritze

___________________________________________

 ….

Viewed 13625 times by 7818 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka