ნეიროჰუმორული სექსუალური დარღვევები

ნეიროჰუმორული სექსუალური დარღვევები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

 ნეიროჰუმორული სექსუალური დარღვევები – განპირობებულია დიენცეფალური განყოფილების (სუბთალამური ნეიროჰუმორული ცენტრი) ან შინაგანი სეკრეციის ცალკეული ჯირკვლების (ჰიპოფიზი, გონადები, თირკმელზედა ჯირკვლები და სხვ.) დაზიანებით.

 ნეიროჰუმორული სექსუალური დარღვევები – ეტიოლოგია. მემკვიდრეობით-გენეტიკური ანომალიები, სიმსივნეები, ანთებითი პროცესები, სისხლმიმოქცევის დარღვევები.

 ნეიროჰუმორული სექსუალური დარღვევები – პათოგენეზი.  სქესობრივი ფუნქციის ნეიროჰუმორული რეგულაციის დარღვევები იწვევენ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს სხვა სქესობრივი გამოვლინებების გამოხატულებას. ეს აისახება  სექსუალური ქცევის ყველა კომპონენტის  დიფუზური დარღვევებით.

 ნეიროჰუმორული სექსუალური დარღვევები – კლინიკური სურათი.  მრავალფეროვანია და დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე. დიაგნოსტიკა ეფუძნება სექსუალური დარღვევების შერწყმას შუამდებარე ტვინისა და ენდოკრინული ჯირკვლების გარკვეული ნაწილების დაზიანების სპეციფიკურ სიმპტომებთან, რომელიც დგინდება დათვალიერენით, ატროპომეტრული და ლაბორატორიული მონაცემებით (სპერმოგრამა, ანდროგენების, ესტროგენების და გონადოტროპული ჰორმონების  კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, ფრუქტოზის დონე ეაკულატში, საშოს ნაცხი, სასქესო  ქრომატინი, კარიოტიპი პერფერიული სისხლის ლეიკოციტებში და სხვ.)

 ნეიროჰუმორული სექსუალური დარღვევები – მკურნალობა.  მრავალფეროვანია და დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე. დიაგნოსტიკა ეფუძნება სექსუალური დარღვევების შერწყმას შუამდებარე ტვინისა და ენდოკრინული ჯირკვლების გარკვეული ნაწილების დაზიანების სპეციფიკურ სიმპტომებთან, რომელიც დგინდება დათვალიერენით, ატროპომეტრული და ლაბორატორიული მონაცემებით (სპერმოგრამა, ანდროგენების, ესტროგენების და გონადოტროპული ჰორმონების  კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, ფრუქტოზის დონე ეაკულატში, საშოს ნაცხი, სასქესო  ქრომატინი, კარიოტიპი პერფერიული სისხლის ლეიკოციტებში და სხვ.)

სქესობრივი დარღვევები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით