მკურნალობა უცხოეთში


ცოფი hydrophobia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ცოფიცოფი - მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც წარმოიქმნება დაზიანებულ  კანზე დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით. ხასიათდება თავისებური ენცეფალიტის განვითარებითა და სასიკვდილო გამოსავლით.

ცოფი - ეტიოლოგია. გამომწვევი მიეკუთვნება რაბდოვირუსების ჯგუფს. პათოგენურია მრავალი თბილსისხლიანი ცხოველისთვის, რომლებიც ნეწყვთან ვირუსის გამოყოფას იწყებენ  კლინიკური სიმპტომების გამოვლინებამდე 7-8 დღით ადრე.

ცოფი - პათოგენეზი. ვირუსი დაზიანებული კანიდან შეჭრის შემდეგ აღწევს თავის ტვინს, იწვევს მასში შეშუპებას, სისხლჩაქცევას და ნერვული უჯრედების დეგენერაციას. ვირუსები ხვდება აგრეთვე სანერწყვე ჯირკვლებში და ნერწყვთან ერთად გამოიყოფა გარემოში.

ცოფი - კლინიკური სურათი. ცოფით დასნებოვნება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველების მიერ ადამიანის კბენის ან კანისა და ლორწოვანის დანერწყვის შედეგად (განსაკუთრებით მათზე ნაჭდევებისა და ნახეთქების არსებობისას). დაავადების ეპიდემიოლოგიაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვთ ძაღლებს; ინფექციის რეზერვუარი, ასევე შეიძლება იყოს მგლები, მელიები, კატები. განსაკუთრებით საშიშია თავის, სახის და კისრის არეში კბენა; ასეთ შემთხვევებში ინკუბაციური პერიოდი მოკლდება და კლინიკური სიმპტომებიც უფრო მძაფრად ვლინდებიან.

 ცოფი

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 7 დღიდან ერთ წლამდე (ხშირად 1 – 3 თვე). გამოყოფენ წინამორბედ, აგზნებისა და დამბლის სტადიებს. წინამორბედი სტადია გრძელდება 1 – 3 დღე. ამ პერიოდში ავადმყოფს უჩნდება უსიამოვნო შეგრძნებები ნაკბენის ან დანერწყვის ადგილზე (წვა, ქავილი), თუმცა ჭრილობა უკვე დანაწიბურებულია, აღინიშნება უმიზეზი შფოთვა, დეპრესია, უძილობა. აგზნების სტადია ხასიათდება ჰიდროფობიით, აეროფობიითა და მომატებული მგრძნობელობით. ჰიდროფობია (წყლის შიში) ვლინდება იმით, რომ წყლის დალევის მცდელობისას, შემდეგში კი ტუჩებთან ჭიქის მახლოებითაც კი ავადმყოფს უვითარდება ხახისა და ხორხის კუნთების კრუნჩვითი შეკუმშვები, სუნთქვა ხდება ხმაურიანი, ხანმოკლე კრუნჩხვითი ჩასუნთქვებით, შესაძლებელია სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება. კრუნჩხვები შესაძლოა განვითარდეს სახეში ჰაერის შებერვისას; სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია; აღინიშნება ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება, ავადმყოფი ვერ ყლაპავს ნერწყვს და მუდმივად აფურთხებს. აგზნება მატულობს, წარმოქმნება სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები. ზოგჯერ ვითარდება აგრესიული მოქმედებები. 2-3 დღის შემდეგ აგზნება იცვლება კიდურების, ენის, სახის  კუნთებიდამბლით. სიკვდილი დგება დამბლის გაჩენიდან 12 – 20 საათის შემდეგ. მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ ბულბარულ ფორმას მოგრძო ტვინის დაზიანების გამოხატული სიმპტომებით, პარალიზურს (იწყება დამბლით, ზოგჯერ ლანდრის ტიპის) და ნათხემოვანს, ნათხემის დარღვევებით.

ცოფი - დიფერენციალური დიაგნოზი. ტარდება ტეტანუსთან; ენცეფალიტებთან, ენცეფალომიელიტთან, ისტერიასთან. ავადმყოფის სიკვდილის შემდეგ დიაგნოზი დასტურდება თავის ტვინის ჰისტოლოგიური გამოკვლევით.

ცოფი - მკურნალობა. კლინიკური სიმპტომების გაჩენის შემდეგ ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება.

ცოფი - პროფილაქტიკა. საჭიროა ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ცხოველებთან და მისი თავიდან აცილება ადამიანებში. კბენის შემთხვევაში ჭრილობას რეცხავენ საპნიანი წყლით, მიწვავენ იოდით. აცრები და სეროთერაპია ტარდება სპეციალურ პუნქტებში სპეციალური სქემის მიხედვით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები


Comments are closed.

nostalgia

vaka