სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

იქთიოზი - მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება კანის გენერალიზებული გარქოვანებით.

ეტიოლოგია ცნობილი არ არის. განასხვავებენ რამდენიმე კლინიკურ ფორმას, განპირობებულს მუტანტური გენების სხვადასხვა ჯგუფებით, რომელთა ბიოქიმიური დეფექტი საბოლოოდ გაშიფრული არ არის.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩვეულებრივი (ვულგარული) იქთიოზი – ყველაზე ხშირი ფორმაა. გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით. ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში და ხასიათდება კანის სიმშრალით,

იქთიოზი

მის ზედაპირზე მოთეთრო ან მორუხო ფერის ქერცლების წარმოქმნით, რომლებიც მძიმე შემთხვევებში ღებულობენ შეხებისას მაგარ, მოყავისფერო ფირფიტების სახეს. მსხვილი ნაკეცების და მომხრელების კანი დაუზიანებელი რჩება. სახეზე აქერცვლა ჩვეულებრივ შეუმჩნეველია, ხელისა და ფეხისგულებზე გამოხატულია კანის ხაზები; ოფლის გამოყოფა შემცირებულია, შესაძლებელია ფრჩხილის ფირფიტებისა და თმის დისტროფია. ჩვეულებრივი იქთიოზი არაიშვიათად შერწყმულია ატოპიურ დერმატიტთან, სებორეულ ეგზემასთან, ბრონქულ ასთმასთან. თანდაყოლილი იქთიოზი გამოხატულია უკვე ბავშვის დაბადებისთანავე, იყოფა ნაყოფის იქთიოზად და იქტიოზიფორმულ ერითროდერმიად.
ნაყოფის იქთიოზი აღინიშნება იშვიათად, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით, ვითარდება ორსულობის III – V თვეზე. დაბადებისას ბავშვის კანი დაფარულია გარქოვანებული შრეებით, რომელიც მოგვაგონებს

იქთიოზი

კუს ჯავშანს, ან ნიანგის ტყავს. პირის ხვრელი გაჭიმულია, ნაკლებმოძრავია, ან პირიქით შევიწოებულია. ბავშვები ხშირად დღენაკლულები ან სიცოცხლისუუნარონი არიან.
იქთიოზიფორმული ერითროდერმიის დროს დაბადებისას კანი დაფარულია თხელი მშრალი მოყვითალო აპკით, რომლის მოცილების შემდეგ ვლინდება მთლიანი კანის საფარველის მყარი გაფანტული ჰიპერემია და პლასტური აქერცვლა, რომლის გამოხატულების ხარისხი ასაკთან ერთად მატულობს, ხოლო ერითროდერმია სუსტდება. განასხვავებენ თანდაყოლილი

იქთიოზი

იქთიოზიფორმული ერითროდერმიის ბულოზურ სახესხვაობას – ეპიდერმოლიზურ იქთიოზს, რომელიც გამოირჩევა შედარებით მძიმე მიმდინარეობით. თანდაყოლილი იქთიოზიფორმული ერითროდერმიის დროს შესაძლებელია თვალების დაზიანება, ფრჩხილების, თმების დისტროფია, ხელისგულებისა და ფეხისგულების კერატოზი, ნერვული და ენდოკრინული სისტემების დაზიანება. დაავადება გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
მკურნალობა. ვიტამინები, რკინის, დარიშხანის პრეპარატები, თირეოიდინი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ). ოქთიოზოფორმული ერითროდერმიის მძიმე შემთხვევებში – კორტიკოსტეროიდები შიგნით მისაღებად. ნაჩვენებია ულტრაიისფერი დასხივება, ზღვაზე ბანაობა, ზღვის მარილის აბაზანები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1614 times by 953 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka