სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

vitiligoვიტილიგო – კანის შედარებით იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება შეძენილი კეროვანი აქრომიით.

ეტიოლოგია. დაავადება განპირობებულია კანის ცალკეული უბნების მიერ პიგმენტის გამომუშავების უნარის დაკარგვით მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზის არარსებობის გამო, რომელიც ახდენს პიგმენტის წარმოქმის კატალიზებას. დაავადების განვითარებაში გარკვეულს როლს ასრულებს გენეტიკური და ნეიროენდოკრინული ფაქტორები (ფსიქიკური ტრავმები, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების დისფუნქცია).

სიმპტომები და მიმდინარეობა. კანის სხვადასხვა უბანზე დეპიგმენტირებული ლაქების თანდათანობითი გაჩენა, რომლებიც მიდრეკილნი არან ზრდისა და შერწყმისაკენ. დაზიანებულ ადგილებზე თმები ასევე მოკლებულნი არიან პიგმენტს. სუბიექტური ჩივილები არ აღინიშნება. დეპიგმენტირებული უბნების მომატებული მგრძნობელობა მზისა და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისადმი. დაავადება აღინიშნება ნებისმიერ ასაკში. მიმდინარეობს განუხრელად, ჩვეულებრივ პროგრესირებს; რემისიები იშვიათია.

ვიტილიგო

დაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ კლინიკურ სურათს. განსხვავებით ლეპროზული აქრომიისაგან, ვიტილიგოს ლაქებს დაკარგული არა აქვთ მგრძნობელობა.

მკურნალობა ჩვეულებრივ ნაკლებეფექტურია. ფორტოსენსიბილიზატოერების განმეორებითი კურსები შერწყმული ულტრაიისფერ დასხივებასთან; ვიტამინები; კორტიკოსტეროიდული მაზის

ვიტილიგო

აპლიკაციები. გამოვლენილი ნეიროენდოკრინული დარღვევების კორექცია. პროგნოზი განკურნების თვალსაზრისით არაკეთილსაიმედოა. მზის დამწვრობის პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ხანგრძლივი ინსოლაციის თავიდან აცილება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 15997 times by 6079 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka