ლალი დათეშიძე
ბართოლინიტი - ბართოლინის (საშოს კარიბჭის დიდი) ჯირკვლების ანთება. გამომწვევია სხვადასხვა მიკრობები: სტაფილოკოკები, ეშერიხიები, გონოკოკები და სხვ. ჯირკვლებში ინფექცია აღწევს ჯირკვლის გამომტანი სადინრებით (კანიკულიტი), შემდეგ ანთებითი პროცესი ვრცელდება პარენქიმაზე (სეროზული, ჩირქოვანი ანთება). ჩირქოვანი ექსუდატი ავსებს ჯირკვლის წილაკებს, წარმოქმნის ცრუ აბსცესს, რომელიც შესაძლოა თავისთავად გაიხსნას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პერიოდში აღინიშნება სისუსტე, შეშუპების შეგრძნება გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, სხეულის ტემპერატურის მომატება. ობიექტური გამოკვლევით ბართოლინის ჯირკვლების მიდამო შეშუპებული და ჰიპერემიულია, პალპაციით მკვეთრად მტკივნეული. ფსევდოაბსცესის წარმოქმნის დროს ტემპერატურა ჰექტიურია, აღინიშნება შემცივნებები. ჩირქოვანი კერების გახსნისას ავადმყოფის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება, ტემპერატურა კლებულობს. დაავადების ქრონიკულ სტადიაში შესაძლებელია განვითარდეს რეტენციული ცისტები. დაავადება მიდრეკილია რეციდივებისაკენ.
მკურნალობა. მწვავე სტადიაში სიმშვიდე, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, აბაზანები კალიუმის პერმანგანატის ხსნარით (1:6000), ფსევდოაბსცესის წარმოქმნის დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა. მორეციდივე ბართოლინიტის შემთხვევაში ტარდება ჯირკვლის ექსტირპაცია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1491 times by 858 viewers



