სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

გინეკოლოგიური დაავადებები

ეროზიასაშვილოსნოს ყელის ეროზია (ლორწოვანი გარსის დისპლაზია) – საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაწყლულება. მის წარმოქმნას ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის გადმობრუნება, ყელის დაზიანებები (გახევები) მშობიარობისა და აბორტების დროს. ქრონიკული ენდოცერვიციტის დროს ხანგრძლივი პათოლოგიური გამონადენი იწვევს ყელის ეპითელის მაცერაციას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ეპითელის დეფექტი არის კაშკაშა წითელი ფერის, სისხლმდენი შეხებისას. ცრუ ეროზია ხასიათდება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელის ცილინდრულით ჩანაცვლებით. განასხვავებენ მარტივ (გლუვი ზედაპირი), ჯირკვლოვან (ჯირკვლების მნიშვნელოვანი განვითარებით) და პაპილარულ (დვრილოვანი წანაზარდები ზედაპირზე) ეროზიას. ხშირად ეროზიები შერწყმულია ყელის ჯირკვლების ცისტურ გაფართოებასთან. დიაგნოზი ეყრდნობა ყელის დათვალიერებას, კოლპოსკოპიას, ციტოლოგიურ გამოკვლევებს. ჭეშმარიტი ეროზიის დროს ვლინდება კაშკაშა წითელი ფერის უბანი, რომელიც შეხებისას ადვილად სისხლმდენია. ციტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელის ღრმა შრეების უჯრედები (ბაზალური, პერიბაზალური. ცრუ ეროზიის დროს ეროზიის გარეგნული სახე რამდენადმე მოგვაგონებს ჭეშმარიტს, მაგრამ ზედაპირი უფრო მკრთალი, ბარხატისებრი, დვრილოვანია. ციტოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ცილინდრული ეპითელის უჯრედები. აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება კიბოსთან, ლეიკოპლაკიასთან, ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის ექტოპიონთან.

მკურნალობა. ჭეშმარიტი ეროზიის დროს იყენებენ ტამპონებს ანტიბიოტიკების ემულსიით; ფსევდოეროზიის დროს – საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია ან დიათერმოექსპოზიცია, ლაზეროთერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”

Viewed 3430 times by 1709 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka