ლალი დათეშიძე
საშვილოსნოს მიომა – კეთილთვისებანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან. სიმსივნის განვითარება უკავშირდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ სისტემაში არსებული დარღვევებსა და ესტროგენების მომატებულ პროდუქციას. განასხვავებენ ინტერსტიციულ, სუბსეროზულ და სუბმუკოზულ მიომებს. კვანძები შესაძლებელია განვითარდეს საშვილოსნოს სხეულში (95%) და ყელში (5%).
სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩვეულებრივ წარმოიქმნება ქალებში 30 წლის ასაკის ზევით. დაავადება ვლინდება ციკლური სისხლდენით (მენორაგიები), რომლის ფონზეც არაიშვიათად აღინიშნება აციკლური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები (მეტრორაგიები), რომლებიც განპირობებულია სუბმუკოზური კვანძის განვითარებით ან სიმსივნის შერწყმით დისფუნქციურ სისხლდენასთან. თუკი სიმსივნე იზრდება შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის მხარეზე, ვლინდება ამ ორგანოების ზეწოლის სიმპტომები. სიმსივნის ზრდა შედარებით ნელია; პალპაციით უმტკივნეულოა, სიმსივნე მკვრივია, ხორკლიანი.
გართულებები: სუბსეროზული კვანძის ფეხის გადაგრეხა, კვანძის ნეკროზი, სისხლჩაქცევა. სიმსივნის ფეხის გადაგრეხის დროს ვითარდება მწვავე მუცლის სურათი. ნეკროზისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცელში, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კვანძის მტკივნეულობა და

გარბილება. კვანძის სუბმუკოზურად მდებარეობის საეჭვოობის შემთხვევაში გამოიყენება საშვილოსნოს ზონდირება, ჰისტეროსკოპია და ჰისტეროსალპინგოგრაფია. დიფერენაციალური დაგნოსტიკა ტარდება საშვილოსნოს სარკომასთან, საკვერცხის ცისტომასთან და ფიბრომასთან.

მკურნალობა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, სიმსივნის ზრდის სიჩქარეზე, სიმპტომატიკის გამოხატულებაზე, კვანძების ლოკალიზაციასა და გართულებების არსებობაზე. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია: სიმსივნის სწრაფი ზრდა, უხვი სისხლდენები, რომლებიც იწვევენ ანემიას; მომიჯნავე ორგანოების ზეწოლის სიმპტომები; სუბმუკოზური მიომა; საშვილოსნოს ყელის მიომა; სიმსივნის კვანძის ნეკროზი; კვანძის ფეხის გადაგრეხა. ოპერაცია შესაძლებელია იყოს პალიატური ან რადიკალური (საშვილოსნოს ამპუტაცია ან ექსტირპაცია).
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 7866 times by 4371 viewers



