სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

გინეკოლოგიური დაავადებები

საშვილოსნოს ყელისა და სხეულის პოლიპები – ენდომეტრიუმის ან ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი ეპითელის პათოლოგიური პროლიფერაცია ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის ფონზე. პოლიპების  (განსაკუთრებით საშვილოსნოსმიერი) წარმოქმნაში დიდ როლს ასრულებს ჰორმონული დარღვევები. პათოლოგია ვლინდება საშვილოსნოს ყელის დათვალიერებით: საშვილოსნოს არხში ჩანს რბილი, ვარდისფერი წარმონაქმნი. დიაგნოზი ზუსტდება კოლპოსკოპიით. მისი ხშირი სიმპტომია მენორაგიის ტიპის სისხლდენა.

დიაგნოზი დადგენა ხდება საშვილოსნოს ღრუს უშუალო დათვალიერებით (მეტროგრაფია). პოლიპების დიაგნოსტირება შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევითაც. ადენომატოზური პოლიპები განიხილება როგორც კიბოს წინარე მდგომარეობა.

პოლიპი

მკურნალობა. საშვილოსნოს ყელის პოლიპებს კვეთენ. მორეციდივე პოლიპების დროს აუცილებელია ცერვიკალური არხის გამოფხეკა. საშვილოსნოს პოლიპებს აცილებენ გამოფხეკით. ტარდება შესაბამისი ჰორმონული მკურნალობა.

პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა. ქალი შრომისუუნაროა მხოლოდ სისხლდენის დროს, დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციებისას. პროფილაქტიკა. ანთებითი პროცესების მკურნალობა და ჰორმონალური დარღვევების კორექცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2151 times by 1209 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka