ლალი დათეშიძე

საკვერცხის ცისტა
საკვერცხის ცისტა – რეტენციული წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება სეკრეტის დაგროვების შედეგად საკვერცხის ღრუში. განასხვავებენ შემდეგ ფორმებს: ფოლიკულური, ყვითელი სხეულის ცისტა, პარაოვარიული ცისტა, დერმოიდული ცისტა, ენდომეტრიული ცისტა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. წარმონაქმნს არა აქვს დიდი ზომები, რამდენადაც ადგილი არა აქვს უჯრედული ელემენტების პროლიფერაციას, ხოლო სითხის დაგროვება ხდება პასიურად. ავადმყოფებს ჩივილები არა აქვთ, მენსტრუალური ციკლი დარღვეული არ არის. ცისტების მეორადი ცვლილებების დროს (გადაგრეხა, სისხლჩაქცევა) ვითარდება მწვავე მუცლის სიმპტომები. დიაგნოზის დადგენა ხდება ავადმყოფის გინეკოლოგიური გამოკვლევით.
დიაგნოზი ზუსტდება ოპერაციის დროს და ამოკვეთილი პრეპარატის შემდგომი პათომორფოლოგიური გამოკვლევით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება საკვერცხის ცისტომასთან და საშვილოსნოს დამატების ანთებითი ცვლილებებათ (ჰიდროსალპინქსი).
მკურნალობა. კონსერვატული მკურნალობა ნაჩვენებია იმ შემთხვევებში, როდესაც ცისტები მცირე ზომისაა და ისინი ზომებში არ მატულობენ. ყველა დანარჩენ შემთხვევებში ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა (ახალგაზრდა ქალებში – საკვერცხის რეზექცია, შედარებით ასაკოვანებში – ოვარიექტომია). სასწრაფო ოპერაცია ტარდება ცისტის ფეხი გადაგრეხის ან სისხლჩაქცევის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.geoanswer.net/
Viewed 14689 times by 6894 viewers



