ლალი დათეშიძე
სალპინგიტი – საშვილოსნოს მილების ანთება. ხშირად თან ახლავს საკვერცხეების ანთებაც. გამომწვევია სხვადასხვაგვარი მიკროფლორა (სტაფილო- და სტრეპტოკოკები, გონოკოკები, ტუბერკულოზის მიკობაქტერიები და სხვ.) პროცესი იწყება მილების ლორწოვანი გარსიდან (ენდოსალპიგნიტი), შემდეგ ვრცელდება კუნთოვან გარსზე და სეროზულ საფარველზე. შეხორცებითი პროცესების გამო საშვილოსნოს მილების შიგნითა გარსის ნაოჭები ერთმანეთს ეწებება და მილი გაუვალი ხდება. ექსუდატის დაგროვება იწვევს ჰიდროსალპინქსს, ჩირქის – პიოსალპინქსს, სისხლის – ჰემატოსალპინქსს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება მიმდინარეობს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმებით (გენიტალური ტუბერკულოზის დროს აქვს ქრონიკული მიმდინარეობა). მწვავე სტადია ხასიათდება მაღალი

ტემპერატურით, ტკივილით მუცელში და წელის არეში, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნებით. ქრონიკულ სტადიაში გამოხატულია ტკივილის სინდრომი ანთებითი წარმონაქმნებით (საქტოსალპინქსი).
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება საშვილოსნოს სუბსეროზულ მიომასთან, საკვერცხის სიმსივნესთან (ცისტა, ცისტომა), საშვილოსნოს გარეთა ორსულობასთან.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 5564 times by 2780 viewers



