სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ინფექციური დაავადებები

ყვავილინატურალური ყვავილი - მწვავე ვირუსული დაავადება; მიეკუთვნება საკარანტინო ინფექციებს. ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით და პუსტულოზური გამონაყრით. ყვავილი ფართოდ იყო გავრცელებული აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ამჟამად ნატურალური ყვავილი ლიკვიდირებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა შესაძლებელია ლაბორატორიული დასნებოვნება სამეცნიერო კვლევების ჩატარების დროს დაავადების შემდგომი გავრცელებით.

ეტიოლოგია. ყვავილის გამომწვევია დნმ-ს შემცველი ვირუსი, რომელსაც ნახულობენ გამონაყარის ელემენტებში კანსა და ლორწოვან გარსზე.

ეპიდემიოლოგია. ინფექციის წყაროა ავადმყოფები, რომლებიც დაავადების პირველ დღეებში გამოყოფენ გამომწვევს ცხვირხახიდან (ინფექციის გადაცემის ჰაერ-წვეთოვანი გზა), ხოლო მოგვიანებით პერიოდში-ვირუსის შემცველი ქერქების კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან (გადაცემის კონტაქტური გზა). დაავადება ძალიან კონტაგიოზურია.

პათოგენეზი. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ვირუსი იწყებს სისხლში ცირკულირებას; კანის ან ლორწოვანი გარსების უჯრედებში მისი ჩანერგვის შემდეგ, მათზე ვითარდება დამახასიათებელი გამონაყარი. შესაძლებელია განვითარდეს ინფექციურ-ტოქსიკური შოკი.

სიმპტომები. განასხვავებენ დაავადების შემდეგ ძირითად კლინიკურ ფორმებს 1) გავრცელებული ფორმა კანსა და ლორწოვან გარსებზე უხვი

ყვავილი

გამონაყრით (გვხვდება ყველაზე ხშირად) 2) ჰემორაგიული ფორმა 3) შერწყმული ყვავილი 4) ყვავილისმიერი პურპურა (ყვავილის განსაკუთრებით მძიმე ფორმა ლეტალური გამოსავლით) 5) ვარიოლიდი-დაავადების ატიპიური, მსუბუქი, წაშლილი ფორმა იმ პირებში, რომელთაც პროფილაქტიკური აცრების შედეგად აღენიშნებათ იმუნიტეტის ესა თუ ის ხარისხი. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 15 დღემდე. გავრცელებული ფორმის დროს დაავადების დაწყება ყოველთვის მწვავეა-შემცივნებით, ტკივილით გავის არეში, ტემპერატურის სწრაფი მომატებით 40-40,5 გრადუსამდე. დაავადების აღნიშნული პროდრომული პერიოდი გრძელდება 3-5 დღე; ავადმყოფთა დაახლოებით 20-25%-ს აღენიშნება პროდრომული გამონაყარი, რომელიც შენარჩუნებულია 3-4 დღის განმავლობაში, და

ყვავილი

რომელთაც არაფერი საერთო არ გააჩნიათ ყვავილის ჭეშმარიტ გამონაყართან, რომელიც ვითარდება მოგვიანებით. პროდრომული პერიოდის ბოლოს ტემპერატურა ეცემა ნორმამდე ან 37,2-37,3 გრადუსამდე და ეს ციფრები შენარჩუნებულია 3-4 დღის განმავლობაში. სწორედ ამ პერიოდში ვითარდება ყვავილის ჭეშმარიტი გამონაყარი. მას გააჩნია დამახასიათებელი ლოკალიზაცია, ჩნდება თავის თმიან ნაწილში, უხშირესად -შუბლზე, ნაწილობრივ სახეზე, ხელის მტევნებზე, ხელის და ფეხის თითების შუალედებში. გამონაყრის განვითარებიდან 2 დღის შემდეგ,

ყვავილი

მისი ელემენტები ვლინდება სხეულზე, შემდეგ ვრცელდება ზედა და ქვედა კიდურებზე. თავდაპირველად მათ გააჩნიათ მრგვალი, 3 მმ დიამეტრის, ვარდისფერი ლაქების სახე, სწრაფად გარდაიქმნებიან პაპულებად. 1-2 დღის შემდეგ თითოეული პაპულის მწვერვალზე ვითარდება ბუშტუკა (ვეზიკულა), რომელიც სავსეა ამღვრეული სითხით. ბუშტუკებს გააჩნიათ გრძელი ფორმა, შემოსაზღვრულნი არიან ჰიპერემიის წვრილი არშიით. ბუშტუკის წვრილი ნემსით გახვრეტის შემთხვევაში, მისი სრული დაცლა არ ხერხდება, რამეთუ ის მრავალსაკნიანია. თითოეული ბუშტუკა განლაგებულია კანის გამკვრივებულ უბაზე, მათი ფსკერი ინფილტრირებულია. ვეზიკულებისა და პუსტულების უმეტესობა განლაგებულია სხეულის პერიფერიულ (დისტალურ) უბნებზე. პირის ღრუს, ცხვირხახის, ხორხის და ტრაქეის ლორწოვან გარსზე განლაგებულ

ყვავილი

გამონაყარს გააჩნია ანალოგიური თვისებები. 1-2 დღის შემდეგ ბუშტუკების შემცველობა ჩირქდება, წარმოიქმნება ჩირქოვანი პუსტულები, ამასთან ტემპერატურა მატულობს 40-41 გრადუსამდე და ამ დონეზე რჩება (ამა თუ იმ ცვალებადობით) 10-15 დღის განმავლობაში. ბუშტუკები სკდება, ჩირქი გადმოდის კანზე, იწვევს ქავილს, კანის გაღიზიანებასა და მაცერაციას. არც

ყვავილი

თუ იშვიათად ავადმყოფები, ფრჩხილებით, თვითონვე აზიანებენ ჩირქოვან პუსტულებს, გადააქვთ ჩირქი კანის ჯანმრთელ უბნებზე. ავადმყოფის მდგომარეობა ხდება გაუსაძლისი, აწუხებს კანის ქავილი, უძილობა, კარგავს მადას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი. პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია. სასიკეთო შედეგის შემთხვევებში, უბნებზე, სადაც მოხდა პუსტულებიდან ჩირქის გადმოსვლა, ვითარდება მშრალი მუქი რუხი ქერქები, რომლებიც კანს სცილდება დაავადების დაწყებიდან მე-3-მე-4 კვირის ბოლოს, როდესაც ავადმყოფი იწყებს გამოჯანმრთელებას. სისხლის სურათისთვის დამახასიათებელია ლეიკოპენია ან ნორმოციტოზი; სისხლის ფორმულაში-შედარებითი ლეიკოციტოზი. მკვეთრად არის გამოხატული თრომბოციტოპენია. დაავადების ჰემორაგიული ფორმის დროს (,,შავი ყვავილი”) ბუშტუკებისა და პუსტულების ღრუები შეიცავენ სისხლის მინარევებს, რომელიც იცვლის ფერს და შესაძლებელია მიიღოს შავი ელფერი. ვარიოლიდი-ყვავილის უმსუბუქესი ფორმა იმ პირებში, რომელთაც გაჩნიათ აცრების შედეგად შეძენილი ნაწილობრივი იმუნიტეტი, დაავადება ხასიათდება პროდრომული პერიოდის არ არსებობით, ტემპერატურის ხანმოკლე მომატებით (2-4 დღე), გამონაყრის ელემენტების სიმცირით, რომლებიც განლაგებულია მხოლოდ შუბლზე, კისერზე, ხელის და ფეხის თითების შუალედებში; გამონაყარის ელემენტები აღწევენ არასრულ განვითარებას, ისინი შემოფარგლულები არიან მხოლოდ ბუშტუკების წარმოქმნით (პუსტულები არ წარმოიქმნება). დაავადება სრულდება სრული გამოჯანმრთელებით.

დიაგნოზი. დაავადების ამოცნობა ხდება ეპიდემიოლოგიური მონაცემების, ანამნეზის, კლინიკური ნიშნების საფუძველზე. დიაგნოზის დადასტურების მიზნით შეიძლება გამოვიკვლიოთ პაპულის ანაფხეკი, პუსტულებისა და ბუშტუკების შიგთავსი; სასწრაფო დიგნოსტიკის მიზნით გამოიყენება ყვავილის ელემენტების შიგთავსით პასიური ჰემაგლუტინაციის რეაქცია. ვირუსის აღმოჩენის მიზნით იყენებენ ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდებს. დიფერენციალური დიაგნოზი ძირითადად ტარდება ჩუტყვავილასთან.

მკურნალობა. გამოიყენება ყვავილის საწინააღმდეგო გამა-გლობულინი მეორადი ბაქტერიული ინფექციის თანდართვისას ინიშნება ანტიბიოტიკები პროგნოზი აცრილებთან კეთილსაიმედოა. ჰემორაგიული ფორმები ხშირად მთავრდება ლეტალობით.

პრიფილაქტიკა. ამჟამად ვაქცინირება არ ტარდება; საეჭვო შემთხვევებისას საჭიროა ავადმყოფის სასწრაფო იზოლაცია; ყველა კონტაქტირებულს უტარდებათ ვაქცინაცია და რევაქცინაცია; ტარდება მიმდინარე და დასკვნითი დეზინფექცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1075 times by 640 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka