სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ინფექციური დაავადებები

ეშერიქიოზები - ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირების სხვადასხვა შტამებით გამოწვეული დაავადებები., რომლებიც მიმდინარეობენ ნაწლავის უპირატესი დაზიანებით. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანები და ჯანმრთელი ბაქტერიომტარებლები; გადაცემის მექანიზმი ფეკალურ-ორალურია. ხშირად ავადდებიან ბავშვები.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, რომელსაც გააჩნია მრავალი ანტიგენური ვარიანტი. ბავშვებში დაავადებას ხშირად იწვევს შემდეგი ჯგუფები: 011, 055, 026,086,0119 და სხვ. მოზრდილებში უმრავლეს შემთხვევაში გამომწვევია ეშერიქია 0124. გამომწვევი ბინადრობს წვრილ ნაწლავში. ეშერიქიის ენდოტოქსინი ახდენს ენტეროტროპულ მოქმედებას და იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოხატულ ტოქსიკურ დაზიანებას. ტოქსინის ზოგადი მოქმედება ვლინდება არტერიული წნევის დაქვეითებით, ზოგჯერ კი ინფექციური კოლაფსის განვითარებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-6 დღე. (ხშირად 4-5 დღე). ეშერიქიოზები შესაძლებელია მიმდინარეობდნენ შემდეგი კლინიკური ფორმებით: 1. ბავშვთა ნაწლავური დაავადებები; 2. მოზრდილთა ნაწლავური დაავადებები; 3. სეფსისი. ბავშვებში ეშერიოქიოზის ნაწლავური ფორმები მიმდინარეობენ სხვადასხვა სიმძიმის ენტერიტების და ენტეროკოლიტების სახით, ზოგადი ინტოქსიკაციის სინდრომთან ერთად. მსუბუქი ფორმების დროს სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია, დეფეკაცია დღეში 3-5-ჯერ, თხიერი, ზოგჯერ მცირედი ლორწოს შერევით. საშუალო სიმძიმის ფორმა იწყება მწვავედ, ვლინდება ღებინება, მატულობს ტემპერატურა (38-390 C), მუცელი შებერილია, დეფეკაცია დღეში 10-12-ჯერ, თხიერი, ლორწოს შემცველი განავლით. მძიმე ფორმები ხასიათდებიან მკვეთრად გამოხატული ტოქსიკოზით, დეფეკაცია დღეში 20-ჯერ, წყლიანი, ქაფიანი, ლორწოსა და ზოგჯერ კი სისხლიანი განავლით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-400 C, მადა დაქვეითებულია, ბავშვი მოუსვენრადაა, კანის საფარველი ფერმკრთალია, არტერიული წნევა დაქვეითებულია, აღინიშნება სიგამხდრე. მოზრდილებში ეშერიქია 0124 გამოწვეული დაავადება მიმდინარეობითა და კლინკური სიმპტომებით მოგვაგონებს დიზენტერიას. მიმდინარეობს ხშირად წაშლილი და მსუბუქი ფორმებით, იშვიათად (15-20%) გვხვდება საშუალო სიმძიმისა და მძიმე (3%) ფორმები. ტენეზმები და დეფეკაციის ცრუ სურვილები იშვიათია, ვიდრე დიზენტერიის დროს. განავალი თხიერია, ლორწოსა და ზოგჯერ სისხლის შერევით. პალპაციით გარდა მსხვილი ნაწლავის სპაზმისა და მტკივნეულობისა, აღინიშნება ენტერიტის სიმპტომები – მტკივნეულობა ჭიპის არეში, უხეში ყურყური ბრმა ნაწლავის პალპაციის დროს. დიაგნოსტირება ხდება განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

მკურნალობა. მოზრდილებში ეშერიქიოზების მსუბუქი ფორმების დროს შესაძლებელია შემოვაფარგლოთ პათოგენეტიკური და სიმპტომატური თერაპიით. ეტიოტროპული პრეპარატებიდან გამოიყენება უპირატესად ამინოგლიკოზიდები. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა. გამოხატული ტოქსიკოზის დროს გამოიყენება ინფუზური თერაპია. პროგნოზი მოზრდილებისათვის და წლის ზევით ასაკის ბავშვებში კეთილსაიმედოა; განსაკუთრებით მძიმედ დაავადება მიმდინარეობს ბავშვებში სიცოცხლის პირველი ექვსი თვის პერიოდში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1090 times by 567 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka