მკურნალობა უცხოეთში


წითელი ქარი erysipelas

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

wiTeli qariწითელი ქარი – მწვავე სტრეპტოკოკური დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დაზიანებით, მკვეთრად შემოფარგლული ანთებითი კერის წარმოქმნით, ასევე ცხელებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით, ხშირი რეციდივებით.

წითელი ქარის ეტიოლოგია, პათოგენეზი. წითელი ქარის გამომწვევია ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სხვა სტრეპტოკოკური დაავადებების გამომწვევებისაგან. (მაგალითად, ანგინის). ორგანიზმში აღწევს კანის მცირე დაზიანებებიდან. შესაძლებელია ეგზოგენური დაზიანება (დაბინძურებული ინსტრუმენტები, შესახვევი მასალა). ერთი და იმავე ადგილზე წითელი ქარის რეციდივების განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ალერგიულ განწყობასა და კანის სენსიბილიზაციას ჰემოლიზური სტრეპტოკოკისადმი.

wiTeli qari 2წითელი ქარის სიმპტომები, მიმდინარეობა. წითელი ქარის ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან 5 დღემდეა (ხშირად 3-4 დღე). ადგილობრივი დაზიანების მიხედვით განასხვავებენ ერითემატოზულ, ერითემატოზულ-ბულოზურ, ერითემატოზულ-ჰემორაგიულ და ბულოზურ ფორმებს, სიმძიმის მიხედვით – მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმებს, ასევე პირველად, მორეციდივე და განმეორებადს; ადგილობრივი გამოვლინებების ლოკალიზაციის მიხედვით – ლოკალურს, გავრცელებულსა და მეტასტაზურს. პირველადი წითელი ქარი იწყება, როგორც წესი, მწვავედ, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-40 გრადუსამდე. ვლინდება საერთო სისუსტე, შემცივნება, თავის ტკივილი, მიალგია, მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია კრუნჩხვები, ბოდვები, ტვინის გარსების გაღიზიანების ნიშნები. დაავადების დაწყებიდან 10-24 საათის შემდეგ წარმოიქმნება ადგილობრივი სიმპტომები: ტკივილი, წვა და დაჭიმულობის შეგრძნება კანის დაზიანებულ უბანზე, დათვალიერებით ჩანს კანის ჰიპერემია და შეშუპება. ერითემა ხშირად თანაზომიერია, კანის დონიდან აწეულია. შეშუპებები განსაკუთრებით გამოხატულია ანთების ლოკალიზაციისას ქუთუთოების, ტუჩების, თითების, სასქესო ორგანოების მიდამოში. ზოგჯერ ერითემის ფონზე წარმოიქმნება ბუშტუკები, რომლებიც ავსებულია სეროზული ან ჰემორაგიული შემცველობით. განასხვავებენ აგრეთვე ლიმფანგიტსა და რეგიონალური ლიმფური კვანძის ანთებას. ანთების ადგილზე შემდეგში ვლინდება კანის აქერცვლა. ადგილობრივ მოვლენებს ადგილი აქვს 5-15 დღის განმავლობაში; შესაძლებელია ხანგრძლივად შენარჩუნდეს კანის პასტოზურობა და პიგმენტაცია.

wiTeli qari 3

წითელი ქარის რეციდივები შესაძლებელია წარმოიქმნას გადატანილი დაავადების შემდეგ რამდენიმე დღიდან 2 წლამდე პერიოდში. წითელი ქარის შედარებით გვიანი გამოვლინების დროს (2 წელზე ზევით) ლაპარაკობენ განმეორებით წითელ ქარზე. იგი ლოკალიზებულია უპირატესად კანის ახალ უბანზე. რეციდივს ხელს უწყობს პირველადი წითელი ქარის არასაკმარისი მკურნალობა, ნარჩენი მოვლენები (ლიმფოსტაზი და სხვ.). ხშირი რეციდივების დროს ცხელება და ინტოქსიკაციის სიმპტომები მკვეთრად არ არის გამოხატული. წითელი ქარის დროს გართულებები და შედეგები შესაძლებელია იყოს ისეთივე, როგორიც სხვა სტრეპტოკოკური დაავადებების დროს (რევმატიზმი, ნეფრიტი, მიოკარდიტი და სხვ.). მაგრამ ასევე შესაძლებელია სპეციფიკურებიც: კანის წყლულები და ნეკროზები (განგრენოზული წითელი ქარი), აბსცესები და ფლეგმონები (აბსცენდირებული წითელი ქარი), ლიმფის მიმოქცევის მოშლა, რაც იწვევს სპილოვნებას. კლინიკური დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია დიფერენცირება სხვა დაავადებებისაგან რომელთა დროს შესაძლებელია წარმოიქმნას კანის სიწითლე და შეშუპება (ვენების თრომბოზი, ერიზიპილოიდი, ფლეგმონები და აბსცესები, მწვავე დერმატიტები და სხვ.). სისხლის გამოკვლევისას აღინიშნება უმნიშვნელო ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ედსის მომატება. წითელი ქარის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არ ყალიბდება.

წითელი ქარის მკურნალობა. განსაკუთრებით ეფექტურია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები. ხშირი რეციდივების დროს ანტიბიოტიკებთან ერთად ინიშნება კორტიკოსტეროიდები პროგნოზი კეთისაიმედოა. ხშირად მორეციდივე წითელი ქარის დროს შესაძლებელია განვითარდეს სპილოვნება, რაც არღვევს შრომისუნარიანობას.
წითელი ქარის პროფილაქტიკა. ფეხების ტრავმებისა და განაკაწრების თავიდან აცილება, სტრეპტოკოკური დაავადებების მკურნალობა. ხშირი რეციდივების დროს ტარდება წლიური ბიცილინოპროფილაქტიკა. სპეციფიკური პროფილაქტიკა არ არსებობს.

wiTeli qari 4

წითელი ქარის ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

წითელი ქარის ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

წითელ ქართან თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა წითელი ქარის პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka