სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

სკლერიტი, ეპისკლერიტი - სკლერისა და ეპისკლერის ანთება რევმატიზმის, ტუბერკულოზის, იშვიათად სიფილისის, მწვავე ინფექციური დაავადებების დროს. სკლერაზე ანთება ვრცელდება სისხლძარღვოვანი ტრაქტიდან, პირველ რიგში ცილიარული სხეულიდან.

სიმპტომები. წინა სკლერიტი ორმხრივია. დასაწყისი ნელი ან ქვემწვავეა. თვალის ლიმბსა და ეკვატორს შორის ვლინდება შემოსაზღვრული შეშუპება და ჰიპერემია მოცისფერო ელფერით. პალპაციით ვლინდება მკვეთრი

სკლერიტი

მტკივნეულობა. მძიმე შემთხვევებში ანთების კერები მოიცავს მთელ პერიკორნეალურ არეს. შესაძლებელია პროცესის გავრცელება რქოვანაზე და გართულებები ირიდოციკლიტის, მინისებური სხეულის შემღვრევის, მეორადი გლაუკომის სახით. პროცესის მიმიდნარეობა ხანგრძლივია – მრავალი თვე, ზოგჯერ წლები. მის შემდეგ რჩება სკლერის ატროფიული უბნები, რომლებიც თვალშიგა წნევის გავლენით შესაძლებელია გადაიჭიმონ და გამოიზნიქონ (სკლერის ექტაზია და სტაფილომები). წინა სკლერიტის სახესხვაობას წარმოადგენს სკლეროკერატიტი ინფილტრაციით ლიმბის არეში და პროცესში რქოვანას ჩართვით. უკანა სკლერიტის დროს აღინიშნება ტკივილი თვალის მოძრაობის დროს, მოძრაობის შეზღუდვა, ქუთუთოებისა

სკლერიტი

და კონიუნქტივის შეშუპება, მსუბუქი ეგზოფთალმი. ეპისკლერიტი ხასიათდება ლიმბთან ჰიპერემიული კვანძების ახალ ადგილებზე მრგვალი ფორმის (კვანძოივანი ეპისკერიტი) ან ბრტყელი ჰიპერემიული კერების გაჩენით, რომელიც წარმოიქმნება ხან ერთ, ხან მეორე თვალზე (მიგრირებადი ეპისკლერიტი). სკლერიტი გამოირჩევა ეპისკლერიტისაგან პროცესის სიმძიმით და მასში სისლხძარღვოვანი ტრაქტის ჩართვით. კვანძოვანი ეპისკლერიტი მოგვაგონებს ფლიქტენებს და გამოირჩევა მათგან ხანგრძლივი მიმდინარეობით და კვანძთან მიმავალი სისხლძარღვების არარსებობით.

მკურნალობა – ძირითადი დაავადების, რომელიც იწვევს სკლერიტს ან ეპისკლერიტს. გამაღიზიანებლების მოხსნა, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციას. მადესენსიბილიზირებელი პრეპაარტების საერთო და ზოგადი გამოყენება – კორტოზონის, დიმედროლის, კალციუმის ქლორიდის და სხვ. რევმატიული წაროშობის დროს ნაჩვენებია სალიცილატები, ბურტადიონი, რეოპიტრინი, ინფექციური სკლერიტების დროს – ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები. ტუბერკულოზური დროს – სპეციფიკური მკურნალობა.
მკურნალობა. ადგილობრივად- სითბო, ფიზიოთერაპიული პროცედურები. პროგნოზი ეპისკლერიტის დროს კეთილსაიმედოა. სკლერიტით დაავადებულებში პროგნოზი დამოკიდებულია პროცესში რქოვანასა და თვალის შიგა გარსების ჩართვის ხარისხზე, ასევე დროულად ჩატარებულ მკურნალობაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 961 times by 470 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka