Category Archives: თვალის დაავადებები

შორსმხედველობა ბავშვებში

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) – რეფრაქციული ანომალიის ერთერთი სახეა,  რაც განპირობებულია თვალის კაკლის წინა-უკანა ღერძის სიმოკლით, რქოვანას მცირე დიამეტრითა და მცირე ზომის წინა კამერით, ბროლის სისქე ჩვეულებრივ არაა შეცვლილი. შორსმხედველობის დროს  საგნებიდან მომდინარე პარალელური სხივები ერთდება ბადურის უკან, რაც განაპირობებს გამოსახულების ბუნდოვანებას. მცირე ასაკის ბავშვებში სუსტი ხარისხის შორსმხედველობა აღიქმება  ასაკობრივ ნორმად და დროთა განმავლობაში გაივლის, რადგანაც  ბავშვის

Read More

სიელმე ბავშვებში

სიელმე თვალების მდებარეობის დარღვევაა, რომლის დროსაც ვლინდება ერთი ან ორივე თვალის გადახრა მონაცვლეობით პირდაპირ ყურებისას. თვალის სიმეტრიული მდებარეობისას საგნების გამოსახულება ხვდება ბადურის ცენტრალურ მიდამოს როგორც ერთი, ისე მეორე თვალის დროს. მხედველობის ანალიზატორის ქერქულ ნაწილში ხდება მათი შერწყმა  ერთიან ბინოკულარულ გამოსახულებად, რისი დარღვევაც ხდება სიელმის დროს და ცენტრალური ნერვული სისტემა  გაორებისაგან  დაცვის მიზნით, გამოთიშავს პრობლემურ თვალს,

Read More

თანდაყოლილი გლაუკომა

თანდაყოლილი გლაუკომა შესაძლოა იყოს როგორც მემკვიდრული, ისე განვითარდეს მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვა არასასურველი ზემოქმედების შედეგად. განასხვავებენ თანდაყოლილი გლაუკომის სამ ფორმას: მარტივი თანდაყოლილი გლაუკომა (ჰიდროფთალმი) გლაუკომა, შერწყმული თვალის განვითარების სხვა ანომალიებთან გლაუკომა, შერწყმული სისტემური თანდაყოლილ პათოლოგიებთან სპეციალისტების მონაცემებით, უმეტეს შემთხვევებში გლაუკომის პირველი ნიშნები ვლინდება ადრეულ  (5-6 წლის) ასაკში. თანდაყოლილი გლაუკომის მიზეზები თანდაყოლილი გლაუკომის განვითარებას საფუძვლად უდევს თვალის

Read More

ახლომხედველობა ბავშვებში

ახლომხედველობა თვალის რეფრაქციის ანომალიაა, რომლის დროსაც ბავშვი ვერ არჩევს შორს მყოფ საგნებს, რადგან საგნებისაგან მომავალი პარალელური სხივები ერთდება ბადურის წინ, შესაბამისად შორს მყოფი საგნის გამოსახულება ბუნდოვანია. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია თვალის წინა-უკანა ღერძის დაგრძელებით. ბავშვებში დაბადებისას თვალის კაკლის წინა-უკანა ღერძი მოკლეა, რაც განაპირობებს   ჰიპერმეტროპიას, თუმცა ზრდასთან ერთად ჰიპერმეტროპია სუსტდება და ზოგ შემთხვევაში გადადის მიოპიაში. თანდაყოლილი მიოპია

Read More

დღენაკლულთა რეტინოპათია

დღენაკლულთა რეტინოპათია

 

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

დღენაკლულთა რეტინოპათია  დაკავშირებულია ბადურის განვითარების დარღვევასთან. ჩვეულებრივ რეტინოპათია ვითარდება
სიცოცხლის მეოთხე კვირაზე, დაავადება პიკს კი  სიცოცხლის მერვე კვირაზე აღწევს. ხშირად რეტინოპათია აღინიშნება ორივე თვალზე ერთდროულად.

რეტინოპათიის მკურნალობის დაწყება დროულად უნდა მოხდეს, რადგანაც არცთუ იშვიათად თან სდევს მიოპია, ასტიგმატიზმი, კატარაქტა, გლაუკომა, სიელმე და ამბლიოპია და შესაძლოა განვითარდეს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.

Read More