სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები 

კეფალოჰემატომაკეფალოჰემატომა (ახალშობილებში) - სისხლჩაქცევა ქალას ძვლების გარეთა ზედაპირსა და მათ მფარავ ძვლისაზრდელას შორის.  კეფალოჰემატომის წარმოქმნას ხელს უწყობს გახანგრძლივებული მშობიარობა, ჰიპოქსია. ჰემატომა ხშირად ლოკალიზდება თხემისა და თხემ-კეფის არეში, ერთ ან ორივე მხარეზე. ჰემატომა შეიძლება იყოს მცირე ზომის, ან აღწევდეს მნიშვნელოვან ზომებს (30 მლ მოცულობითა და მეტი). ხასიათდება ზრდადობისაკენ მიდრეკილებით პირველ საათებში და დაბადებიდან 2-3 დღის განმავლობაში. დროთა განმავლობაში ხდება ჰემატომის გაწოვა და წარმოიქმნება შენადედი, რომელიც შემდგომში განიცდის ორგანიზაციას.

კალციუმის მარილების ჩალაგების შედეგად ვითარდება ჰემატომის ოსიფიკაცია, რაც იწვევს ქალას დეფორმაციას. ჰემატომის ოსიფიცირებული კეფალოჰემატომანაწილი აწვება თხემის ძვლის შიგნითა ფირფიტას, იწვევს მის ატროფიას; ჰემატომის თხიერი ნაწილი გაიწოვება. დიდი ზომის ჰემატომების გაწოვის დროს ბავშვის მდგომარეობა შესაძლებელია გაუარესდეს. ამასთან, ახალშობილებში ჰეპატოციტების არასაკმარისი კონიუგაციური უნარის გამო, სისხლში ბილირუბინის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რის გამოც ვითარდება სიყვითლე, ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები. დიდი ზომის ჰემატომების დროს ზოგჯერ ვითარდება ანემია. მცირე ზომის ჰემატომები გაიწოვებიან თავისთავად და სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებენ. დიდი ზომის ჰემატომების დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა: მე-8-10 დღეზე მას ხსნიან და იღებენ შიგთავსს; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1999 times by 1119 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka