ლალი დათეშიძე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
თანდაყოლილი კუნთოვანი კისერმრუდობა – ვლინდება თავის არასწორი მდებარეობით: გვერდზე გადახრითა და მობრუნებით, ასევე თავის, მხრის სარტყლისა და ხერხემლის მეორადი ცვლილებების

განვითარებით. გვხვდება უპირატესად გოგონებში და ხშირად არის ცალმხრივი. კისერმრუდობა ვითარდება მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის განვითარების თანდაყოლილილ მანკის დროს. ასეთი განუვითარებელი კუნთი ადვილად ტრავმირდება მძიმე მშობიარობის დროს, განსაკუთრებით

ნაყოფის დუნდულოებით წინმდებარეობისას. ტრავმის ადგილზე დროთა განმავლობაში ფორმირდება ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც მეორადად იწვევს სახის ჩონჩხის დეფორმაციების განვითარებას. ახალშობილებში ვლინდება სიმსივნისებრი მრგვალი წარმონაქმნი, დაახლოებით 2,5 სმ-ის დიამეტრის, მკვრივი, მტკივნეული პირველ დღეებში; წარმონაქმნი მდებარეობს კუნთის სიღრმეში და ასაკთან ერთად ქრება, მაგრამ კუნთი კარგავს ელასტიკურობას, ვლინდება მისი დამოკლება, თავის გადახრა დაზიანების მხარეზე.
მკურნალობას იწყებენ ორკვირიანი ასაკიდან. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია 3 წლის ასაკიდან. მკურნალობის დროულად ჩატარებისას შედეგები კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 745 times by 354 viewers



