თანდაყოლილი ტერფმრუდობა congenital clubfoot
თანდაყოლილი ტერფმრუდობა – წარმოადგენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების ყველაზე ხშირ მანკს, რომელიც ვლინდება ტერფის მყარი კონტრაქტურით. ტერფის დეფორმაცია ხშირია ბიჭუნებში, შეიძლება იყოს ერთი ან ორმხრივი. ამასთან ადგილი აქვს ტერფის მყესებისა და კუნთების დამოკლებას, აქილევსის მყესის მიმაგრების წერტილების ცდომას ქუსლის ბორცვიდან შიგნით, ტერფ-წვივის სახსრის იოგოვანი და სახსროვანი აპარატის განუვითარებლობას. ბავშვის დაბადებისთანავე ვლინდება ტერფის არასწორი მდებარეობა.
მას გააჩნია რიგი დეფორმაციები: ეკვინუსი – ტერფის ფეხისგულისაკენ მოხრა, სუპინაცია – ტერფის შიგნითა ნაწილის აწევა და გარეთას დაწევა, ადუქცია – წინა ნაწილი მოზიდულია და გადიდებულია ტერფის სიგრძივი თაღი. გარდა ტერფის მანკისეული დაზიანებებისა, ვლინდება წვივის კუნთების ატროფია, განსაკუთრებით კანჭის კუნთებისა. ტერფ-წვივის სახსარში შესაძლებელია მხოლოდ რხევითი მოძრაობა. ზოგჯერ აღინიშნება წვივის დამოკლება, რომელიც პროგრესირებს ბავშვის ზრდასთან ერთად.
თანდაყოლილი ტერფმრუდობა – მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული და ოპერაციული. კონსერვატიული მკურნალობა ტარდება სიცოცხლის პირველ წელზე. კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში ტარდება ოპერაციულ მკურნალობა (6 – 12 თვის ასაკში). პროგნოზი კეთილსაიმედოა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
(2) თანდაყოლილი ტერფმრუდობა – ვლინდება ტერფის მყარი კონტრაქტურით. წარმოადგენს საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის განვითარების ყველაზე ხშირ მანკს. დეფორმაცია ხშირია ბიჭუნებში, შეიძლება იყოს ერთი ან ორმხრივი. ამასთან ადგილი აქვს ტერფის მყესებისა და კუნთების დამოკლებას, აქილევსის მყესის მიმაგრების წერტილების ცდომას ქუსლის ბორცვიდან შიგნით, ტერფ – წვივის სახსრის იოგოვანი და სახსროვანი აპარატის განუვითარებლობას.
ბავშვის დაბადებისთანავე ვლინდება ტერფის არასწორი მდებარეობა. მას გააჩნია რიგი დეფორმაციები: ეკვინუსი
ტერფის ფეხისგულისაკენ მოხრა, სუპინაცია – ტერფის შიგნითა ნაწილის აწევა და გარეთას დაწევა, ადუქცია – წინა ნაწილი მოზიდულია და გადიდებულია ტერფის სიგრძივი თაღი. გარდა ტერფის მანკისეული დაზიანებებისა, აღინიშნება წვივის კუნთების ატროფია, განსაკუთრებით კანჭის კუნთებისა.
ტერფ – წვივის სახსარში შესაძლებელია მხოლოდ რხევითი მოძრაობა. ხშირად აღიიშნება წვივის დამოკლება, რომელიც პროგრესირებს ბავშვის ზრდასთან ერთად. ბრტყელტერფიანობის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატული და ოპერაციული.