ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა

ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა congenital hip dislocation

ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა განვითარების ამ მანკის დროს ზიანდება სახსრის ყველა ელემენტი: ტაბუხის ბუდე, ბარძაყის ძვლის თავი და მისი პროქსიმალური ბოლო, მყეს-იოგოვანი აპარატი და გარემომცველი ქსოვილები. ხშირია მარცხენამხრივი ამოვადნილობა.

ახალშობილებში თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე ხშირი სიმპტომია ,,ტკაცანის” სიმპტომი ბარძაყის გაშლისას, ბარძაყზე კანის ნაკეცების ასიმეტრია, კიდურის დამოკლება და მისი გარეთა როტაცია. აღნიშნული სიმპტომები მუდმივი არ არის; საბოლოო დიაგნოზის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე, რომლითაც ვლიდება ტაბუხის ბუდის გამოხატული განუვითარებლობა და ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის გადანაცვლება გარეთ და ზევით. ამით ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა განსხვავდება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისაგან, რომლის დროსაც ბარძაყის ცდომა არ აღინიშნება.

მკურნალობა იწყება დიაგნოზის დადგენისთანავე. დროულად დაწყებული მკურნალობის დროს 5-6 თვის განმავლობაში ხერხდება სახსრის ნორმალური განვითარების აღდგენა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.