სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ნაღველგამომყოფი გზების კენჭები – წარმოადგენს ნაღვლკენჭოვანი დაავადების ერთ – ერთ გამოვლინებას. ღვიძლის კოლიკის შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს კანის ქავილი, სკლერებისა და კანის იქტერულობა, განავლის გაუფერულობა, მუქი ფერის შარდი. მექანიკური სიყვითლის ხანგრძლივი არსებობა იწვევს ღვიძლის ბილიარული ციროზის, ღვიძლის კომის განვითარებას, ქოლემიურ სისხლდენას. ქოლანგიტის თანდართვა მნიშვნელოვნად აუარესებს ავადმყოფის საერთო მდგომარეობას: აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, პროფუზული ოფლი, სწრაფად მზარდი ღვიძლის უკმარისობა. ავადმყოფის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის დროს, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ (ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, სპაზმოლიტიკები, დეზინტოქსიკაციური თერაპია, ვიტამინოთერაპია, განსაკუთრებით ვიტამინი К გამოყენება) ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. ოპერაციული ჩარევის მაღალი რისკის მქონე ავადმყოფებთან (ხანდაზმული ასაკი, მძიმე თანმხლები დაავადებები, ბილირუბინის ექსტრემალური ციფრები, ხანგრძლივი სიყვითლე), უმჯობესია ენდოსკოპური პაპილოტომიის გამოყენება, რომელიც აღადგენს ნაღვლის დინებას თორმეტგოჯა ნაწლავში. სიყვითლის ლიკვიდაციისა და მწვავე გამოვლინებების ჩაცხრომის, ენდოსკოპური პაპილოტომიის შემდეგ ატარებენ ნაღვლგამომტანი გზების გეგმურ სანაციას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 533 times by 285 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka