სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ლიმფადენიტი – ლიმფური კვანძების ანთება, ხშირად ჩირქოვანი. გამომწვევია სტაფილო- და სტრეპტოკოკები, რომლებიც ლიმფანგიტის დროს ხვდებიან რეგიონალურ ლიმფურ კვაძებში. ძირითადად  ლოკალიზებულია საზარდულში და იღლიისქვეშა ფოსოში. მწვავე ლიმფადენიტი იმის მაუწყებელია, რომ ინფექციის პირველადმა კერამ შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილის გამო ავადმყოფს კიდური აქვს იძულებით მდგომარეობაში; აღენიშნება ტემპერატურის მომატება, შეშუპება; ზედაპირული მდებარეობის დროს ლინდება ჰიპერემია და ადგილობრივად ტემპერატურის მომატება; მოგვიანებით – შემცივნება, ლეიკოციტოზი, ფლუქტუაცია. ხშირად ინფექციის პირველადი კერა კარგავს თავის მნიშვნელობას.

მკურნალობა. ინფექციის კერის გახსნა და სანაცია, მიკროფლორის მგრძნობელობის შესაბამისად ინიშნება ანტიბიოტიკები; კიდური უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ჯირკვლის ჩირქოვანი გალღობის დროს საჭიროა ჩირქგროვის გახსნა.

გართულებები: იღლიისქვეშა ლიმფადენიტის დროს შესაძლებელია სუბპექტორული ფლეგმონების წარმოქმნა; სეფსისი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 589 times by 308 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka