ლალი დათეშიძე
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
ყბისირგვლივი აბსცესი – ყბა-სახის მიდამოს ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი დაავადება, დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით.
ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო- და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა მწვერვალისირგვლივი და პერიკორონარული ანთებითი კერები და პაროდონტული ჯიბეები.
პათოგენეზი – ინფექციის გავრცელება მიმდებარე რბილ ქსოვილებში ლიმფური ან ჰემატოგენური გზებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.
სიმპტომები. წარმოიქმნება შემოსაზღვრული შეშუპება; ჰიპერმიული და დაჭიმული კანის ან ლორწოვანი გარსის ქვეშ აღინიშნება ფლუქტუაცია. ზოგადი მოვლენების გამოხატულება (თავის ტკივილი, შემცივნება, ლეიკოციტოზი) განისაზღვრება აბსცესის ლოკალიზაციითა და ზომებით. ღრძილქვეშა აბსცესები შესაძლებელია თავისთავად გაიხსნას.
მკურნალობა. ენის, ხახისახლო სივრცის, ყბა-სახის ღარისა და სხვა ლოკალიზაციის აბსცესები საჭიროებენ გაკვეთას. ტარდება აბსცესის ღრუს დრენირება. ანტიბიოტიკები ინიშნება ტემპერატურის მომატებისა და ინტოქსიკაციის დროს.
პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: დროული ატრავმული ენდოდონტური მკურნალობა და პაროდონტული ჯიბეების ლიკვიდაცია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
გაფრთხილება!
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
______________________________________________
გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია”
…
Viewed 1093 times by 572 viewers



