ალვეოლიტი

ალვეოლიტი alveolitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ალვეოლიტი ამოღებული კბილის ალვეოლის (კბილბუდის) კედლის ანთება.

ალვეოლიტი ეტიოლოგია. ინფექცია, ექსტრაქციული ტრავმა.

ალვეოლიტი პათოგენეზი. სისხლის შენადედის დესტრუქცია ექსტრაქციულ ჭრილობაში, ასევე კბილის ამოღებამდე მის ბუდეში განვითარებული პათოლოგიური პროცესის პროგრესირება.

ალვეოლიტი სიმპტომები. ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მომატება 37,50 C – მდე, ლპობითი სუნი. კბილბუდისირგვლივი ღრძილი ჰიპერემიული და  შეშუპებულია, სისხლის შენადედი გალღობილია, ბუდე ღიაა. რენტგენოლოგიურად ვლინდება ძვლისა და კბილის ნამსხვრევები.

ალვეოლიტი მკურნალობა. ბუდის გამოფხეკა, მისი დამუშავება წყალბადის ზეჟანგით, პროტეოლიზური ფერმენტებით, დრენირება. ხშირად საჭირო ხდება  განმეორებითი გამოფხეკა. ინიშნება ფიზიოთერაპია. პროგნოზი კეთილსაიმედოა. არაიშვიათად კბილის ბუდის ტკივილი გრძელდება 2-3 კვირა. პროფილაქტიკა: კბილის ატრავმული ამოღება.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.


2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალვეოლიტი – ამოღებული კბილის ბუდის კედლის ანთება. ეტიოლოგია. ინფექცია, ექსტრაქციული ტრავმა. პათოგენეზი. სისხლის შენადედის დესტრუქცია ექსტრაქციულ ჭრილობაში, ასევე კბილის ამოღებამდე მის ბუდეში განვითარებული პათოლოგიური პროცესის პროგრესირება. სიმპტომები. ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მომატება 37,50 C – მდე, ლპობითი სუნი. კბილის ბუდესთან ახლომდებარე ღრძილი ჰიპერემიული, შეშუპებულია, სისხლის შენადედი გლღობილია, ბუდე ღიაა. რენტგენოლოგიურად ვლინდება ძვლისა და კბილის ნამსხვრევები. მკურნალობა. ბუდის გამოფხეკა, მისი დამუშავება წყალბადის ზეჟანგით, პროტეოლიზური ფერმენტებით, დრენირება. არაიშვიათად მიმართევნ განმეორებით გამოფხეკას. ინიშნება ანალგინი, ამიდოპირინი, ფიზიოთერაპია. პროგნოზი კეთილსაიმედოა. ხშირად ტკივილი გრძელდება 2 – 3 კვირა. პროფილაქტიკა: კბილის ატრავმული ამოღება.

.