საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი ankylosis of jaw

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი – ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვა ან სრული უმოძრაობა.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ინფექციური ართრიტები, ტრავმა, მათ შორის სამშობიარო. პათოგენეზი. სასახსრე ზედაპირების ძვლოვანი ან ფიბროზული შეხორცება, რომელიც დაკავშირებულია სახსრის ხრტილის დაზიანებასთან ვითარდება ნელა – თვეების, წლების განმავლობაში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ყბების მყარი მოკრუნჩხვა, სრული ან ნაწილობრივი, ჩვეულებრივ ცალმხრივი. ქვედა ყბის დეფორმაცია მით მეტადაა გამოხატული, რაც უფრო ადრე მოხდა ანკილოზის ფორმირება. აღინიშნება ქვედა ყბის ტოტისა და სხეულის დამოკლება დაზიანებულ მხარეზე.
ნიკაპი გადანაცვლებულია დაზიანებულ მხარეზე და უკან. ორმხრივი ანკილოზის დროს აღინიშნება მიკროგენია (,,ჩიტის სახე”). ქვედა ყბის კუთხეები წამოწეულია. კბილის რკალები დეფორმირებულია, დარღვეულია არტიკულაცია;
აღინიშნება დიდი რაოდენობით კბილის ქვა, გვერდითი კბილები დახრილია. არაიშვიათად შენარჩუნებულია სარძევე კბილები. საკვების მიღება გაძნელებლია. რენტგენოგრამაზე სახსრის ელემენტები ვერ დიფერენცირდება.

მკურნალობა

მკურნალობა ოპერაციულია – ქვედა ყბის ტოტის ოსტეოტომია. ოპერაციის შემდგომ პერიოდში – მექანოთერაპია. ფიბროზული ანკილოზის დროს შესაძლოა მოხდეს ყბის იძულებითი გაშლა.

პროგნოზი

ძვლოვანი ანკილოზები იწვევენ მყარ დეფორმაციებსა და ყბის ფუნქციის დარღვევებს; ფიბროზული ანკილოზის დროს პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა

ართრიტების რაციონალური თერაპია, სამშობიარო ტრავმისთავიდან აცილება.

ანკილოზი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი – ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვა ან სრული უმოძრაობა
🦴 ანკილოზის დროს ხდება სასახსრე ზედაპირების ძვლოვანი ან ფიბროზული შეხორცება, რომელიც დაკავშირებულია სახსრის ხრტილის დაზიანებასთან
🕐 ვითარდება ნელა – თვეების, წლების განმავლობაში
🔎 საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სიმპტომები მოიცავს:
➡️ ყბების მყარი მოკრუნჩხვა, სრული ან ნაწილობრივი, ჩვეულებრივ ცალმხრივი;
➡️ ქვედა ყბის დეფორმაცია;
➡️ ქვედა ყბის ტოტისა და სხეულის დამოკლება დაზიანებულ მხარეზე;
➡️ ნიკაპი გადანაცვლება დაზიანებულ მხარეზე და უკან
💉 მკურნალობა ოპერაციულია – ქვედა ყბის ტოტის ოსტეოტომია
👉 გაიგეთ მეტი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3P1QLwZ
#ანკილოზი #საფეთქელქვედაყბისანკილოზი #ცალმხრივიანკილოზი #ორმხრივიანკილოზი #ანკილოზისსიმპტომები #ანკილოზისმკურნალობა #მოძრაობისშეზღუდვა #მოძრაობისშეზღუდვასახსარში #ყბისდეფორმაცია #ქვედაყბისდეფორმაცია #ანკილოზისდიაგნოსტიკა #ანკილოზისოპერაცია #ანკილოზისნიშნები #ანკილოზისპროგნოზი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.